,,ქსოვა არის ტვინის იოგა, ხელით რასაც ქმნი ადრენალინია ერთგვარი, კარგად მოქმედებს გონებრივ განვითარებაზე. ყველას ვურჩევ ბავშვობაში რაც ჰქონდათ ჩამალული ნიჭები გააღვიძონ. თავიდან ქსოვა დაიწყეს მამაკაცებმა არაბეთში და იქსოვებოდა რამდენადაც წარმოუდგენელი არ უნდა იყოს ცხოველის ძვლებით. არაბეთიდან, შემდეგ ეგვიპტეში და ეგვიპტიდან შემოვიდა ევროპაში. ქსოვდნენ მამაკაცები იმიტომ,რომ იყო ძვირადღირებულად შესრულებული ხელობა და ქალებს არ რთავდნენ ნებას, თავიდან ქსოვდნენ წინდებს და ქუდებს. იყო მხოლოდ მისაწვდომი მაღალი კლასის მომხმარებლისთვის. უფრო მოგვიანებით მღვდელმა, რომელსაც უყვარდა მქსოველი ქალი მარია, 3 წლის მანძილზე მუშაობდა რომ გამოეგონებინა საქსოვი პირველი მანქანა, რათა თავის შეყვარებულს შეხიდებოდა ამ მძიმე შრომაში. მიუხედავად ამისა ხელით ნაქსოვს ღირებულება და ფასი არ დაეკარგა. თუ გადაავლებთ თვალს მოდის ინდუსტრიას, ხელით ნაქსოვები ძალიან აქტუალური გახდა”-მეგი კაკაბაძე
ლისის ტბასთან ახლოს ბაიკერი დაიღუპა
ლისის ტბის მიდამოებში, სოფელ წოდორეთთან ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლეტი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული,...










