LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
3 თვეში გერმანიიდან უკან 696 ადამიანი დააბრუნეს-როგორია სტატისტიკა

„ქვეყანა დაჩქარებული “ტვინების გადინების” რისკის წინაშე დგას“ – ISET

დაპოსტა 2025/03/22-ში
A A
132
ნახვა
გაზიარება

„დღეის მდგომარეობით, საქართველოში ტვინების გადინების რისკი სულ უფრო იზრდება,“ – ამის შესახებ „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკურ პუბლიკაციაშია აღნიშნული.

მათივე შეფასებით, ბოლო წლებში კვალიფიციური პროფესიონალების, ახალგაზრდა მუშაკებისა და სტუდენტების მზარდი რიცხვი ტოვებს ქვეყანას უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობებისა და სტაბილურობის ძიებაში.

„1990-იანი წლებიდან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართველების ემიგრაციას ძირითადად ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებდა – სამუშაო ადგილების, მაღალი ანაზღაურების, უკეთესი სამუშაო პირობების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების ძიება საზღვარგარეთ. ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა კრიზისმა და ინსტიტუციურმა გამოწვევებმა კიდევ უფრო გააძლიერეა ეს ტენდენცია.

2023 წელს საქართველოდან სულ 163 480 ქართველი წავიდა ემიგრაციაში, 91 896 კი დაბრუნდა ქვეყანაში, რამაც გამოიწვია 71 584 ადამიანის წმინდა გადინება. ეს წარმოადგენს 54%-იან ზრდას 2022 წელთან შედარებით და 75.3%-იან ზრდას 2021 წელთან შედარებით, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დიდი უარყოფითი მიგრაციული ბალანსია. 2012-დან 2023 წლამდე პერიოდში ქართველების კუმულაციურმა გადინებამ 942 717-ს მიაღწია, ხოლო მთლიანი შემოდინება 636 167-ს შეადგენდა, რამაც გამოიწვია მიგრაციის წმინდა დანაკარგი – 316 550 (საქსტატი, 2025). ეს ციფრები მოწმობს, რომ ემიგრაციის ტენდენცია გრძელდება, ამიტომ საგანგაშოა ქვეყნისთვის როგორც დემოგრაფიული მდგრადობა, ისე გრძელვადიანი ეკონომიკური და სოციალური შედეგები.

რა აიძულებს საქართველოს მაღალკვალიფიციურ მოქალაქეებს დატოვონ ქვეყანა და რატომ შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს ეს ტენდენცია?

 

 

პირველ რიგში, ამის მიზეზი ქვეყნის გაურკვეველი მომავალია. კერძოდ, საქართველომ გადაუხვია ისტორიული და კონსტიტუციური ევროატლანტიკური კურსიდან, რომელიც ქვეყნის განვითარების, რეფორმების დღის წესრიგისა და ინსტიტუციური როლების ძლიერი საყრდენი იყო. ქვეყანამ შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე დემოკრატიის უკუსვლის, სამოქალაქო თავისუფლების, თავისუფალი ინსტიტუტების შეზღუდვისა და განსაკუთრებით ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გამო. გლობალური დემოკრატიის ინდექსის უახლესი მონაცემების თანახმად, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა: ქვეყნის ქულა 0.51 პუნქტით შემცირდა და 94-ე ადგილიდან 2024 წელს 89-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს საერთო რეიტინგი ამჟამად 4.7-ს შეადგენს, რითიც ქვეყანა “ჰიბრიდული რეჟიმების” კატეგორიაში მოხვდა. ამ კატეგორიაში ხვდებიან ის ქვეყნები, რომლებიც 4.0-დან 5.99-მდე ქულას იღებენ. ამ შემცირებით საქართველო ამ კატეგორიის ქვედა ზღვარს მიუახლოვდა, რომლის შემდეგ კატეგორიაშიც ქვეყნები კლასიფიცირდებიან როგორც ავტოკრატიული რეჟიმები. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს მასშტაბით, საქართველომ მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეგრესი დააფიქსირა ბანგლადეშის, ტუნისისა და ქუვეითის შემდეგ (Economic Intelligence Unit, 2024).

მეორე საკითხი უკავშირდება პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებისა და შერჩევითი სამართლის საფრთხეს. შემცირებულმა სამოქალაქო სივრცემ, პოლიტიკური შეხედულებების გამო პოლიტიკური დევნის რისკის ზრდამ და ახალი შეზღუდვების შემოღების შედეგად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამ შელახა საზოგადოების ნდობა ინსტიტუციების მიმართ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებამ (და ახლა მსგავსი კანონის უფრო მკაცრი ვერსიის დაანონსებამ), დამოუკიდებელი მედიის ახალმა რეგულაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის კიდევ უფრო მეტი შეზღუდვის შემოღებამ გააჩინა შიში, რომ საქართველო სულ უფრო შორდება დემოკრატიულ საწყისებს.

მესამე საკითხი უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივებს სანქციებისა და ეკონომიკური მმართველობის შესუსტების რეალობაში. აღსანიშნავია, რომ ბიზნესის განწყობა COVID-19-ის პანდემიის შემდეგ (2020 წლის მეოთხე კვარტალიდან) ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც ხაზს უსვამს უარყოფით მოლოდინებს ეკონომიკური პერსპექტივების, ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის მიმართ. ISET-ის ბიზნესის განწყობის ინდექსის (BCI) მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში ინდექსი 2020 წლის შემდეგ პირველად დაეცა უარყოფით ნიშნულამდე (-5.0). ეს ცვლილება მიმდინარე მდგომარეობამ და პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა, რაც პირველად მოხდა 2020 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ. პესიმისტურ ეკონომიკურ პერსპექტივებზე ფიქრით მომხმარებლებმა შეამცირეს ხარჯები.

მეოთხედა არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალი შოკი შრომის ბაზარზე: მრავალი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ეძებს სამსახურს იმის ფონზე, რომ არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ ინსტიტუტებში სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა.

სამოქალაქო საზოგადოება: ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შემოღების შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები/არასამთავრობო ორგანიზაციები რთულ მდგომარეობაში არიან, ბევრმა ორგანიზაციამ შეამცირა ან შეაჩერა აქტივობები ახალი რეგულაციებისა და სახელმწიფო ჩარევის პროტესტის ნიშნად ან ადმინისტრაციული ზომების შიშით. ეს სექტორი თბილისსა და რეგიონებში ასაქმებდა ბევრ მაღალკვალიფიციურ ადამიანს, რომლებმაც ან უკვე დაკარგეს შემოსავალი და სამუშაო ადგილები, ან დგანან სამუშაოს დაკარგვის რისკის წინაშე;

საჯარო ინსტიტუტები: ასობით თანამშრომელი გაათავისუფლეს ან არ გაუგრძელეს ხელშეკრულება საჯარო ინსტიტუტებში მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამ მოვლენებმა, უცხოელი დონორების მხარდაჭერის (USAID და სხვ.) შემცირებასთან ერთად, კიდევ უფრო გააუცხოვა ახალგაზრდა პროფესიონალები, აკადემიური სექტორი და მეწარმეები, რომლებიც საქართველოში საკუთარ მომავალსა და პერსპექტივებს ვეღარ ხედავენ;

დონორების მიერ დაფინანსებული პროექტები: USAID-ის “სამუშაოს შეჩერება” და მრავალი პროგრამის დახურვა ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო ასობით მაღალკვალიფიციური პროფესიონალისა და ექსპერტისთვის, რომლებიც შრომის ბაზარზე გამოჩნდნენ ახალი შესაძლებლობების ძიებაში,“ – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

გაზიარება53

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო გაძვირებას განაგრძობს. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ფასი 2.5 აშშ დოლარით გაიზარდა და 4 708 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.05%-ით...

დაწვრილებითDetails

ხონელი, თორნიკე ბექაური თურქეთში გამართულ რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ჟიურის რჩეული გახდა

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
ხონელი, თორნიკე ბექაური თურქეთში გამართულ რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ჟიურის რჩეული გახდა
მთავარი

ხონის ააიპ ტექსიკოსთა სახლის აღსაზრდელმა თორნიკე ბექაურმა თურქეთში ქალაქ ანტალიაში ფიბონაჩის რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. იგი ჟიურის რჩეული გახდა. ხოლო საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ათეულში მოხვდა. Fibonacci...

დაწვრილებითDetails

თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს. დანაშაული გასულ ღამეს, კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1982...

დაწვრილებითDetails

თბილისის 85-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
თბილისის 85-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

თბილისის 85-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „სსიპ-ქალაქ თბილისის 85-ე საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის გიორგი შავშიშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს! უზომოდ დაგვწყვიტე გული...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ავტომობილის გატაცების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1969 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კ.მ.-ს...

დაწვრილებითDetails

წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკების მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული მ.ი. ბათუმში დააკავეს. დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის ვინც საზღვარგარეთ მოგზაურობას გეგმავს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა
მთავარი

15 ივლისიდან შანხაისა და თბილისის შორის პირდაპირი ავიარეისები ამოქმედდება. პირდაპირ ფრენებს ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines განახორციელებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, China Eastern Airlines შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით რეგულარულ რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს....

დაწვრილებითDetails

1-ელი მაისიდან სანქციები და ჯარიმები იზრდება – დეტალები

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

პარლამენტმა მესამე მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული სანქციები იზრდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები 84-ხმით, ერთხმად...

დაწვრილებითDetails

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ
მთავარი

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე ვახტანგ სოლოიანს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი ბრუკლინში, Kings Highway-ის მიმდებარედ, Santander Bank-თან ახლოს ცხოვრობს. სოლოიანი ერთ კვირაზე მეტია ახლობლებთან კონტაქტზე აღარ გასულა.ოჯახის წევრები და მეგობრები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"