“შინაგანად ჩაკეტილობაც მჭირდა, რაღაცნაირი ბავშვი ვიყავი, ხშირად დაცინვის ობიექტიც ვყოფილვარ ჩემი ხასითების გამო, ჩემი ხედვის გამო , რაღაცნაირად გამორჩეული ვიყავი, ეშმაკობაშიც, საპირისპირო აზრშიც, სხვანაირად ვხედავდი, საგნებს სხვანაირად ვუყურებდი.
რასაც ბავშვები აკეთებდნენ მე იმას ვერ ვაკეთებდი. მაგალითად აწვალებდნენ ცხოველს, მე ვერ ვაკეთებდი ამას. ჩემი ხედვა მქონდა ყველაფრის მიმართ. ადამიანებში ისეთს დავინახავდი, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ. გინახიათ ჩემი სპექტაკლები, რაღაცეები ცხოვრებისეული მომენტებიდან მაქვს აღებული, ადამიანებისგან მაქვს მოპარული.
ცალკე პროფესიაა კიდე ადამიანებში ჩახედვა. როლი გაქვს ხომ? შენ თუ მას არ გაუღე კარი , შენ თუ არ გაიზიარე შენი გმირის ტკივილი , არ გაატარე გულში ეს ტკივილი , რასაც შენი გმირი ატარებს თავისი ცხოვრებით ისე როგორ ითამაშებ”- ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი დავით როინიშვილი.
სრული გადაცემა იხილეთ აქ –https://youtu.be/iVrq8Se0n6o