LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქვეყნაში ეპიდსაშიშროებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სექტორის სერიოზული მზადება მიმდინარეობს – ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში ეპიდსიტუაციას დამშვიდების ტენდენციაა, მაგრამ ამან არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ კოვიდ 19 დავამარცხეთ – ამირან გამყრელიძე

დაპოსტა 2020/05/13-ში
A A
87
ნახვა
გაზიარება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციას დამშვიდების ტენდენციაა.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის საჭიროებას, როგორც გამყრელიძე ამბობს, ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას ეპიდსიტუაციის და ზოგადი მდგომარეობის შეფასების საფუძველზე მიიღებენ.

„ქვეყანა მიდის იმ გეგმით, რაც მთავრობის მიერ არის წარდგენილი – 6 – ეტაპიანი შემსუბუქების გეგმით. ზოგიერთი შემსუბუქების ღონიძიებები უფრო სწრაფად ხდება, რადგან ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს უნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას, ეს გახლავთ საკოორდინაციო საბჭოს და შემდგომ უკვე პარლამენტის, ასევე პრეზიდენტის პრეროგატივა, რადგან საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე. საკოორდინაციო საბჭოზე, ეპიდსიტუაციის და ზოგადი მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, მოხდება ამ საკითხის დეტალურად განხილვა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი შეწყვეტის ან გაგრძელების შესახებ. კიდევ ხაზს ვუსვამ, დღევანდელ ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია,“- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

„დღეს ჩვენ ვართ უკვე შიდა გავრცელებიდან მე-8 კვირაში, ატყობთ ალბათ, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი იკლებს, სერიოზულად იზრდება ტესტირებულ ადამიანთა რაოდენობა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი გვაქვს დაახლოებით 1500 ტესტირება ყოველდღიურად – სხვადასხვა ადამიანების pcr გამოკვლევა. ქვეყანაში pcr ტესტირების არეალი სულ უფრო და უფრო ფართოვდება. ამის მიუხედავად, გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობა ჯერ-ჯერობით დაღმავალია. ამ ფონზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია, მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა გაგვათამამოს და არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ კოვიდ 19 დავამარცხეთ,“- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, როგორც მეცნიერები პროგნოზირებენ, ზაფხულის პერიოდი მშვიდი იქნება, მაგრამ აუცილებელია ქვეყანა მოემზადოს იმისთვის, რომ შემოდგომის მიწურულს ორი ინფექციის ზედდება არ მოხდეს.

„ზაფხულში ჩვენ სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, რომ შემოდგომის მიწურულიდან, როცა რესპირაციული ინფექციები მწვავდება, არ იყოს ზედდება და ამას პროგნოზირებენ, რომ ამის ალბათობა არსებობს – კოვიდის შემდგომი ტალღის და გრიპის ერთად. ამიტომ უნდა იყოს მზადყოფნა, რომ თუ იყო მეორე ტალღა, ადეკვატურად უპასუხოს ქვეყანამ,“- განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება47

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელი თომა ქაშიბაძე მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულია

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
ქუთაისელი თომა ქაშიბაძე მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულია
მთავარი

ქუთაისელი თომა ქაშიბაძე მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულია მან მოაზროვნეს მათემატიკის ოლიმპიადაზე V კლასელთა შორის პირველი ადგილი დაიკავა და მოიპოვა საგზური რომში!  თომა ქაშიბაძე — სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის...

დაწვრილებითDetails

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
მთავარი

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge - დღეიდან დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, 2026 წლის საშემოდგომო...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცს გლოვობენ. ნიკა(ტატო) ჯანჯღავა ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. "აი გასკდა გული...ტატო როგორი მოსწავლე იყო, არაჩვეულებრივი, უჭკვიანესი, უნიჭიერესი...როგორ გააუბედურე შენი ოჯახი...უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი... რამხელა ტრაგედიაა ასეთი ახალგაზრდა...

დაწვრილებითDetails

ლოცვა რომელიც ღვთისმშობლობას უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ "მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.  ...

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლობაა

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
დღეს ღვთისმშობლობაა
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს - ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ქვეყანაში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III საეკლესიო მსახურობას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს. "ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობით,...

დაწვრილებითDetails

21 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და...

დაწვრილებითDetails

ნორავირუსი ძალიან ადვილად გადადის, ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით – ანი ქავთარაძე

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
“ინფიცირებულთა ნახევარი იღუპება” – რა არის მარბურგის ვირუსი და როგორია მკურნალობის მეთოდი
მთავარი

ნორავირუსი ძალიან ადვილად გადადის, ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით - ანი ქავთარაძე დაავადებთა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცლებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითქც ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი დიდი ალბათობით ნორავირუსი გახდა. ანი ქავთარაძე პოსტში...

დაწვრილებითDetails

ბაღებში ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო – დავადებათა კონტროლი

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა შორის მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.   „17 სექტემბერს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე, კვლევაში დაავადებათა კონტროლისა...

დაწვრილებითDetails

არსებობს დატბორვისა და მეწყრული პროცესების განვითარების ალბათობა… – მეტეოროლოგის გაფრთხილება

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უამინდობის გამო შესაძლო მეწყერული პროცესების რისკებზე წერს.   „აჭარის სანაპირო კურორტებსა და დაბალმთიან რაიონებში კვლავ არსებობს დატბორვისა და მეწყრული პროცესების განვითარების ალბათობა. გაითვალისწინეთ აღნიშნული რისკები და გამოიჩინეთ...

დაწვრილებითDetails

20 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"