LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მესამე მოსვლაც შეიძლება იყოს – ვახტანგ ძაბირაძე

ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მესამე მოსვლაც შეიძლება იყოს – ვახტანგ ძაბირაძე

დაპოსტა 2021/01/11-ში
A A
54
ნახვა
გაზიარება

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდეს.

როგორც ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა პირობითია. ის ასევე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ წასვლის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერევა პარტიის საქმიანობასა და პოლიტიკაში.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკიდან მიდის. ანალოგიური შემთხვევა გვქონდა ადრეც, როდესაც მან თქვა, რომ თავისი მისია შეასრულა, მშვენიერი გუნდია, რომელსაც აბარებს ქვეყნის განვითარებას, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა პოლიტიკაში იმ მოტივით, რომ მძიმე ვითარებაა, რომ ფაქტობრივად, გიორგი კვირიკაშვილი ცდილობს პარტიას ჩამოაშოროს და პირველი პირი გახდეს.

ამ ცვლილებას ბევრი არაფერი მოყოლია, არც სოციალურ-ეკონომიკური და არც პოლიტიკური.

მისი წასვლა შეიძლება ითქვას, რომ პირობითია. მაშინაც პირობითი იყო, საზოგადოებამ არ მიიღო სიმართლედ ეს განცხადება, თვლიდა, რომ არაფორმალური მმართველობა იყო. როგორც აღმოჩნდა ასეც ყოფილა.

დღესაც არა მოწინააღმდეგეებში ან ნეიტრალურ ხალხში, თავად „ქართული ოცნების“ შიგნით, თუნდაც უმაღლეს ეშელონებში, რა თქმა უნდა, მედიასთან იტყვიან, რომ პოლიტიკიდან წავიდა, თუ გულწრფელები იქნებიან, არამგონია მათ ირწმუნონ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც წავიდა პოლიტიკიდან, პოლიტიკაში ან პარტიის საქმიანობაში არ ჩაერევა. თუ ერთი პრეცედენტი იყო, როდესაც მოვიდა მეორედ, ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მესამე მოსვლაც შეიძლება იყოს, საჭიროების შემთხვევაში.

მის წერილში გამოქვეყნებული მიმოხილვიდან შეიძლება ითქვას, რომ მართლაც სიმართლეა და წყალი არ გაუვა იმას, რომ მან მიხეილ სააკაშვილი ჩამოაშორა ხელისუფლებას.

ფაქტობრივად, თუ სახელმწიფოს სისტემას ავიღებთ, მან ჩაიბარა ისეთი სისტემა, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა და ისეთივე დატოვა. რადიკალური ცვლილება ამ სისტემას არ განუცდია. დემოკრატიული ინსტიტუტები ყველაზე მეტად გვჭირდება. ყველაზე პირველი პრობლემა არის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება“, – აცხადებს ძაბირაძე.

ვახტანგ ძაბირაძე გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე დაიკავებს. ძაბირაძის თქმით, კობახიძე „ქართული ოცნების“ გამორჩეული ფიგურაა, თუმცა დასძენს, რომ თუ პარტიის ლიდერი გიორგი გახარიაა, მანვე უნდა დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა.

„საპარლამენტო მმართველობისას, ამ შემთხვევში თუ გახარია არის პარტიის ლიდერი და არა ბიძინა ივანიშვილი, მაშინ ის უნდა იყოს თავმჯდომარე, თუ არ არის ლიდერი გახარია და ფორმალურ გადანაწილებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, კობახიძე უნდა იყოს. მან საკმაოდ დიდი გზა გაიარა, თავის დროზე, როდესაც მივიდა პარტიაში ორგანიზაციულ საკითხებს განაგებდა, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, საკმაო გამოცდილება მიიღო. ჩემთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა“,-აცხადებს ძაბირაძე.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

სუსი ჯაშუშობაში ბრალდებულის ფარულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
სუსი ჯაშუშობაში ბრალდებულის ფარულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეოჩანაწერის ნაწილი, სადაც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრაზე ინსტრუქტაჟის მიღების ფაქტია ასახული. "ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 9 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6859, ევრო – 3.1600, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6552 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

საბურთალოზე მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თბილისში, საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამ წუთებში კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენეს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენეს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მამამ კახა წიქარიშვილმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, 3 საკითხზე დააყენეს მოთხოვნა, საპატრიარქოსგან კი დადებითი პასუხი...

დაწვრილებითDetails

მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ
მედიცინა

"შევხვდით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მათ შორის, მამა გურამ ჭარელაშვილს. გავაცანით ეს დაავადება, რა დაავადებაა, რამდენი ბავშვია და რა მასშტაბის პრობლემაა ეს ყველაფერი და რა გვესაჭიროება. ამაზე ვისაუბრეთ. თქვეს, რომ ყველანაირ დახმარებას...

დაწვრილებითDetails

საბურთალოზე კაცი მოკლეს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

საბურთალოზე კაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. „თბილისში შესაძლოა, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა...

დაწვრილებითDetails

“რა დიდი ცირკი ყოფილა საქართველოში სამართლის პოვნა” – ეკა კუპატაძე

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის მოწმემ, ნია იმნაძემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა, რადგან სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და სასწრაფო გამოიძახეს. "მე არ ვმათხოვრობ სამართალს! მე მოვითხოვ...

დაწვრილებითDetails

ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ვანში ინდივიდუალური მეწარმე ლ. ჩ-ის (მისამართი: ვანი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ) ყველის საწარმოში შეუსაბამობები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა...

დაწვრილებითDetails

” სასწრაფოს ექიმებს შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ”

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
” სასწრაფოს ექიმებს შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ”
მთავარი

"სასწრაფოს ექიმებს შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ "- ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი " შენი სიცოცხლის გადასარჩენად " ავრცელებს . "გამოძახებაზე მისულ თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის 1705 ბრიგადას თბილისის ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"