“ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი ახლა, რაც მათ თავს ხდება, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. “ქართული ოცნების” ლიდერები ამ სანქციების შესახებ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-მ და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა არაერთხელ გააფრთხილეს, რომ საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიული განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის განვითარების წინააღმდეგ ბრძოლა და საბოტაჟი ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მათ არ შერჩებოდათ. ძალიან ბევრი შანსი მისცეს იმისთვის, რომ საქმე სანქციებამდე არ მისულიყო. ახლა უკვე ეს სანქციები “ქართულმა ოცნებამ” თავის თავს უნდა დააბრალოს. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ეს სანქციები, რადგან სანქცირებული ხელისუფლება ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს. ამას მოჰყვება სანქცირებები ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლებას რეალურად არანაირი შანსი არ აქვს”, – აღნიშნა ანა წითლიძემ.
თბილისში, მოქალაქე დააყაჩაღეს
თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე, ყაჩაღობა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მამაკაცმა მოქალაქე დააყაჩაღა. სამართალდამცავებმა აღნიშნული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს,...









