LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა-ღარიბაშვილი

,,ქართულმა ოცნებამ” ყველა პირობა შეასრულა – პრემიერი

დაპოსტა 2022/06/24-ში
A A
61
ნახვა
გაზიარება

ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მიერ განსახორციელებელი ყველა ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა – ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, აპლიკაციის შევსება და შეტანა – „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინაშე ყველა პირობა შეასრულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის 85% ევროპულ პერსპექტივას ითხოვს და ხელისუფლება „ამ სულისკვეთებითა და პასუხისმგებლობით ემსახურება“ ხალხსა და ქვეყანას.

„მე და ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ძალიან ღიად ვსაუბრობდით. ჩვენ არავითარი გარანტია არ მიგვიცია არავისთვის. ჩვენ როგორ შეგვეძლო, რომ ევროპის მაგივრად ვინმესთვის გარანტია მიგვეცა, ეს არასწორია. კანდიდატის სტატუსი სამი ქვეყნიდან მიეცა ორს და ჩვენ მოგვეცემა მას შემდეგ, რაც პირობები იქნება შესრულებული. ორ ქვეყანას – უკრაინას და მოლდოვას განესაზღვრა მთელი რიგი პირობები, ნაცვლად ჩვენი შემთხვევისა, მათ ჯერ ავანსად მიიღეს საჩუქარი და წახალისება, შემდეგ კი განესაზღვრა, რომ მათ უნდა შეასრულონ ყველა ის პირობა. ერთადერთი განსხვავება ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ საჩუქარი ავანსად არ მიგვიღია. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების საჯარო, ძალიან მკაფიო, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე გაკეთებული განმარტება, რომ კანდიდატის სტატუსს აძლევენ უკრაინას, რადგან ის არის ომში. მოლდოვა, რომელიც არის დსთ-ის წევრი ქვეყანა, აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები, უამრავი რეფორმა აქვს ჩასატარებელი, მათ შორის საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც ჩვენ, უტრირებულად რომ ვთქვა, გასულ საუკუნეში დავასრულეთ. ჩემს პოზიციას არ ვცვლი – თუ ვინმე იმსახურებდა ამ სტატუსს, დღესაც ვთვლით, რომ ამ სამ ქვეყანას შორის ბევრად წინ ვართ.

სტატუსზე გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება ბატონმა მიშელმა, ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბატონმა მაკრონმა, ყველამ თქვა, რომ საქართველოს მიეცემა სტატუსი, როგორც კი შეასრულებს მათ მიერ მოცემულ პირობებს. ამ 12 პირობიდან მთავარი პირობა, პოლარიზაციის, ამ დაძაბულობის დასრულება არის ერთობლივად განსახორციელებელი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ ოპოზიციის გარეშე და ოპოზიცია ამას ვერ გააკეთებს მთავრობის გარეშე. ჩვენ ვიღებთ საჯარო ვალდებულებას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოლარიზება დავასრულოთ. ეს ჩვენი კეთილი ნებაა დადასტურებული, გაცხადებული საჯაროდ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

დაზუსტებული ინფორმაციით გომის მთაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა. მათივე ცნობით, დაღუპულები უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ავარიას გომის მთაზე 2 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
გომისმთაზე მოზარდი დაიღუპა
მთავარი

გურიანიუსის ინფორმაციით აგომის მთიდან მომავალი ავტომობილის ავარიის შედეგად  ორი ადამიანი დაიღუპა. „გურია ნიუსი“ ისევ დაუკავშირდა კლინიკა „მედალფას“ დირექტორს დავით მდინარაძეს. მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში ხუთი ადამიანია შეყვანილი, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო...

დაწვრილებითDetails

კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კერძოდ, ბრალდებულები 7000-7000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო,...

დაწვრილებითDetails

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ადვოკატი
მთავარი

ნატა ვიბლიანი, რომელიც ამბობს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სვანეთში თანასოფლელები სისტემატურად აუპატიურებდნენ,  პროკურატურამ ოფიციალურად სცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქალის უფლებადამცველი, ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში...

დაწვრილებითDetails

“ჩემი ვერსიაა, რომ გურიკა არის ცოცხალი” – რას ყვება მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი ანი გელაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
“ჩემი ვერსიაა, რომ გურიკა არის ცოცხალი” – რას ყვება მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი ანი გელაშვილი
მთავარი

მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი დუმილს არღვევს - ანი გელაშვილი, რომელიც გური დადიანიძის მეგობრის სტატუსით პოზიციონირებს "დღის ამებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ვერსიით 12 წლის გაუჩინარებული ბიჭი ცოცხალია. შესაბამისად...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და ფსიქოტროპული მედიკამენტები შემოჰქონდათ

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
შემოდგომაზე კოპიტნარის რკინიგზის სადგური დასრულდება – მარიამ ქვრივიშვილი
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეთადონის“ და ფსიქოტროპული...

დაწვრილებითDetails

ფრესკებს იატაკიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე აქვს ხავსი მოკიდებული – რა ხდება გელათში

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში
მთავარი

“ქალბატონო ნანუკა მე ვარ გელათის მონასტრის სტიქაროსანი 1993 წლიდან. ძალიან ბევრი რაიმე არის გელათის მონასტრის მთავარი ტაძრისა და წმიდა გიორგის ტაძარში სავალალო მდგომარეობაში. ფრესკებიდან იატაკიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე აქვს ხავსი...

დაწვრილებითDetails

როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას სიფრთხილე მართებს, რათა „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

„დიპ-სტეიტის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვარზევე მიესალმებოდა რუს ტურისტებს, ისევე, როგორც რუსულ ინტერვენციებს საქართველოს...

დაწვრილებითDetails

„დიპ-სტეიტის“ გეგმით, რუსი ტურისტი საქართველოში აღარ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოება ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

„დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც, საბოლოოდ, იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიული განწყობების გამო,...

დაწვრილებითDetails

იმერეთის 7 მუნიციპალიტეტი ფინანსური მხარდაჭერის მიზნით 21 700 000 ლარს მიიღებს

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მუნიციპალიტეტების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით თანხის გამოყოფა დაევალა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის №1755 განკარგულებიდან ირკვევა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსულობების გათვალისწინებით, ფინანსთა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"