„ქართული ოცნება“ მმართველობას სამჯერ გაზრდილი ვალით ასრულებს – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა. მისივე თქმით ეკონომიკისა
და ფინანსთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ მოიტყუეს, როცა პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების კლება პანდემიას დააბრალეს.
“რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი გავლენა იქონია ამ საკითხზე, თუმცა, შევახსენებ პატივცემულ მინისტრებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უკვე 2018 წელს შემცირდა 35 %-ით, 2019 წელს კი არ გაზრდილა და მშპ-სთან შეფარდებით ბოლო წლების ყველაზე დაბალი
მაჩვენებელზე 7.1% შეადგინა. საქართველოსადმი ნდობა დიდი ხანია დაკარგეს
ინვესტორებმა და მისი აღდგენისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება.
მსურს ასევე გამოვეხმაურო 2020 წლის განახლებულ ბიუჯეტს. როგორც
მოსალოდნელი იყო, მთავრობამ არ გააკეთა სერიოზული ეკონომია ხარჯვით
ნაწილში, მიუხედავად მძიმე კრიზისისა. სახელმწიფო მოხელეების ხელფასების
მხოლოდ 57 მილიონი ლარით შემცირება მეტყველებს მმართველი პარტიის ხალხის
ფულის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე. საგანგაშოა, რომ 2020 წლის
ნაერთი ბიუჯეტის 45% ვალით შეივსება და წლის ბოლოს საქართველო რეკორდული
მაჩვენებლის მთავრობის ვალი ექნება, 27 მილიარდი ლარის ოდენობით, ანუ 3-ჯერ
მეტი ვიდრე 2013 წელს ჰქონდა.” – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ.