ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.
როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, უმრავლესობის სხდომაზე არჩევნების შემდგომ პერიოდსა და მეორე ტურებისთვის მზადებაზე იმსჯელეს.
“ტრადიციულად პლენარული სხდომის წინა დღეს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა, სადაც ჩვენ გავდივართ მიმდინარე საკითხებს.
დღეს ბუნებრივია ამ თემებს დაემატა არჩევნების შეჯამება, მივულოცეთ ერთმანეთს არჩევნების წარმატებით ჩატარება და ვემზადებით მეორე ტურებისათვის.
განსაკუთრებული და სენსაციური დღევანდელ დღეს არ ყოფილა. მიმდინარე სხდომა იყო,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.










