ქუთაისში მერიის წინ ქართული მარშის წევრებმა აქცია გამართეს. მათ ქალაქში, ცენტრალურ ბაღში, 9 აპრილის ძეგლთან ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმა მოითხოვეს. მათ მეორე მოთხოვნას პარალმეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მემორილის დადგმა წარმოადგენდა იმ ფაქტის აღსანიშნავად რომ, აქ ადრე ფაშიზმზე გამარჯვების მეორილი იდგა და მის დანგრევას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა. მარშის წევრებმა მოთხოვნები ქუთაისის მერიაში წერილობით დააფიქსირეს.
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 700 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე...









