თბილისში წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალი იმართება.
26 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით მსოფლიო ნაკრებების შეხვედრებს ოლიმპიური აუზი მასპინძლობს.
საქართველოს ნაკრებმა 26 ივნისის შეხვედრა იაპონიასთან გამართა. მათ სტუმრები მცირე უპირატესობით ანგარიშით 13:12 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრები 27 ივნისს მონტენეგროს, 28 ივნისს კი აშშ-ს დაუპირისპირდება.