LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქართველი თუ ხარ, ქართველი უნდა იყო თავიდან ბოლომდე-მეუფე იაკობი

ქართველი თუ ხარ, ქართველი უნდა იყო თავიდან ბოლომდე-მეუფე იაკობი

დაპოსტა 2023/05/25-ში
A A
113
ნახვა
გაზიარება

,,ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ქართველებისთვის დიდი დღესასწაულია, როგორც იცით წმ. ნიკოლოზი არის ჩვენი ეკლესიის მფარველი და მართლაც ჩვენი ზეციური პატრიარქია და ღირსეულად მფარველობს ჩვენს ქვეყანას ამ მძიმე პერიოდში .

ღმერთმა შეისმინოს მისი ლოცვა-ვედრება და ყველა, ვინც მას სთხოვს და ევედრება, ყველა შეიწყალოს და ჩვენი ერი ღირსეულად გამოიყვანოს ნებისმიერი მდგომარეობიდან, განსაცდელისგან ღირსეულად გამოვსულიყავით.

თქვენ იცით, როგორ გვიყვარს ქართველებს წმ. ნიკოლოზი. ალბათ, ბევრს სურვილიც აქვს, რომ წავიდეს მოილოცოს იქაურობა და ძალიან ბევრია ჩვენი ეპარქიიდან, საქართველოდან, რომელსაც უწევს ხოლმე ჩასვლა, მოლოცვა და კარგად იცით, თუ რამოდენა მადლი მოჰყვება ხოლმე იქიდან და მართლაც , სიმართლე , რომ ითქვას, ძალიან უფრთხილდებიან ბარიში მის წმინდა ნაწილებს და ჩვენც გვაქვს ხოლმე ბედნიერება მივეახლოთ.

ქართველებისადმი ისეთი დამოკიდებულებაა, თუ რამ სიწმინდეა წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული, თვით ბარში როგორ გადაასვენეს მირონ-ლუკიიდან, გვეძლევა საშუალება მივემთხვიოთ და საფლავსაც გვიხსნიან ხოლმე, ყოველთვის და მირონსაც გვაძლევენ მისი საფლავიდან, წელიწადში ერთხელ იხსნება ხოლმე და გვაქვს ბედნიერება – წილი ჩვენც შეგვხვდეს ხოლმე მაგაში.

ღმერთმა დაიფაროს საქართველო, ღმერთმა გადაარჩინოს მსოფლიო და მინდა გაგამხნევოთ, ვხედავთ, როგორი სიტუაციაა, მე მინდა ყველამ კარგად ვიცოდეთ, ერთადერთი მხსნელი ჩვენი არის მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე.

ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ ქვეყანაზე სხვა, ყველას თავი გაანებო და მარტო ღმერთი , ღმერთი. ღმერთის გარეშე ვერავინ ვერ დაგეხმარება. ქართველებს ჩვენი გზა არჩეული გვაქვს, ჩვენი გზა ბევრს შეიძლება სხვანაირი გზამკვლევი აქვს, მაგრამ ქართველების გზა, ჩვენი ისტორიის მანძილზე, არის ქრისტე, ჩვენი მაცხოვარი, ჩვენი ერთარსება სამება და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ერი ღირსეულად მიყვება მაგ გზას და თუ ცოტას, მაპატიეთ გამოთქმაზე და ავურევთ, კარგი განსაცდელიც მოგვეწევა, მაგრამ უფალს ყოველთვის ღირსეულად გამოვყავართ.

გამოვყავართ რითი, ხან ასიათასი მოწამის სისხლი გვჭირდება, ხან 10 ათასი ბერის და ამიტომ ნელ ნელა ჭკუა უნდა ვისწავლოთ და ჩვენმა ერმა მე მგონი ჭკუა ისწავლა და რაღაც იმედია, რომ ყოველთვის დავრჩებით ღვთის ერთგულები.

მე მინდა შევეხო, ვილაპარაკო, ერს, რაც ტკივა, ჩვენ სასულიერო პირები ვალდებულები ვართ ჩვენი შეხედულებები გაგაცნოთ, ხოლმე.

მე რასაც გელაპარაკებით, ეს არის პირადად ჩემი აზრი, ჩემი შეხედულება, თუმცა ხშირად, ჩემი და ძალიან ბევრი ადამიანის აზრი ემთხვევა ხოლმე ამ საკითხზე , რაზეც მინდა გელაპარაკოთ.

კარგად ვიცით, რომ მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა იმპერია, მოდი ასე ვთქვათ, რუსეთის იმპერია, მოდი დავარქვათ პირდაპირ თავისი სახელი, ეს იყო რუსეთის იმპერია, 2 საუკუნე ჩვენ თითქმის ჩაგვრაში ვიყავით, შეიძლება ზოგს მოსწონდა იაფი ავიაბილეთები, ზოგს სხვა რაღაცა მოსწონდა, მაგრამ ერი, როდესაც თავისუფალი არა ხარ და როდესაც არ შეგიძლია შენს ეკლესიაში შენს ენაზე ჩაატარო მსახურება, როდესაც გაგითეთრებენ შენს ტაძრებს, ხო, თავისუფალი ვერ იქნები და თუ გადავხედავთ, გურულებზე ვამბობდით რამდენ ტაძარს რა გაუკეთესო და სამწუხაროდ ქიზიყშიც რამდენი ტაძარი დაგვინგრიეს იმ პერიოდში.

დაგვიშალეს დაგვინგრიეს და მადლობა ღმერთს, რომ აი, ამ თავისუფლების წლებში, ბევრი ტაძარი აღვადგინეთ და მადლობელი ვარ უფლის რომ, რაც ბოდბეში, ბოდბის ეპარქიაში ვარ ეპისკოპოსი , მრავალი ტაძარი აღვადგინეთ და კიდე ბევრს აღვადგენთ და ცოტა ხანში კიდე რამოდენიმეს ვაკურთხებთ და კარგად ვიცით, რომ ამ გაჭირვების ჟამს, დღეს ახლა მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა, გარკვეულწილად ვიღაცა ვიღაცასთან თუ არ იყო, ქართველი თუ კონკრეტულ ძალებთან არ ვიყავით , ისე ძალიან გაჭირდება, ხედავთ, როგორი სიტუაციაა, ცივილიზაციების ომია, რა.

არის ერთი, ვთქვათ, რუსული ცივილიზაცია, რუსული იმპერიალიზმი და სხვა დახვეწილი ფორმის უკვე, სხვა იმპერიალიზმი ვუწოდოთ, თავი არ მოვიტყუოთ , ისიც იმპერიალიზმია და რა ხდება, ე. ი. უკრაინაში რა ხდება, რუსმა რა იცის ხო, შიშველი ძალით დაეჯახოს , მიწები არ ჰყოფნის, დაავადებულია მიწებით, ხო.

იმხელა სახელმწიფო რომ გაქვს, მსოფლიოს მერამდენედია, ხო, საბჭოთა კავშირის დროს მეექვსედი იყო და კიდე, აქეთ იქით იწევდა და დღეს ეხლა მერვედი მაინც ხომ იქნება, კარგი, ბევრი ტერიტორიები ჩამოშორდა, მაგრამ მაინც უკრაინა მოინდომა, უკრაინასთან ერთად, მანამდე საქართველოზე მადა გახსნილი ჰქონდა, 89 შიც შეგვიტია ჩვენ, შემდეგ სამოქალაქო ომი გამოიწვია საქართველოში, ხო, იმიტომ რომ ეროვნული მოძრაობა რომ გაენადგურებია და არაეროვნული ძალები მოეყვანა სათავეში და მიაღწია კიდეც მაგას.

დადგა დრო და ჩვენს ერს ხელისუფლების ხოგიერთი წევრები არ ექცეოდნენ, ისე, როგორც ჩვენს ერს უნდა ექცეოდნენ და ქართველმა ერმა განაჩენიც გამოუტანა და მოიშორა.

ეს არ იყო მარტო არჩევნებით გაშვება, ეს, გაგდება იყო, გაძევება იყო. სიმართლე ვთქვათ, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს.

და რა ხდება დღეს, საქართველოს გზა ევროკავშირში არისო , გასაგებია, ხო? მე გითხარით, რომ ქართველმა აირჩია უფლის გზა და ეს გზა ქრისტესთან არის. ვიცოდეთ ახლა ეს,  ევროკავშირმაც იცოდეს და პირველ რიგში, დაბრმავებულმა იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებიც ძალიან ცუდად გვექცევა ხოლმე და შეხედეთ, დღეს რაც ხდება ხო, რუსეთმა გააუქმა სავიზო შეზღუდვები, აღადგინა ფრენა, და რატომ მოხდა ეს?

თავიდანვე ვთქვი, როდესაც ევროპარლამენტმა თავისი რეკომენდაცია შესთავაზა ევროკომისიას, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცა, ფაქტიურად რუსეთზე მიგვაბა, რუსი რას გააკეთებს, ხო, ვინ ჩავიხედავთ იმათ თავში, იმათ პირველი პირების თავში ვინ ჩაიხედავს, ხო?

უნდა შეგზღუდავს, უნდა მიგიშვებს. და რა უნდა გააკეთო, შენ დაუწესო რამე? აბა , შევხედოთ მსოფლიოში რა ხდება და მე მინდა უკრაინის ომზე ჩემი შეხედულება გითხრათ და სხვებმაც იფიქრონ ამაზე რა ხდება.

ვინ იბრძვის და რატომ იბრძვის უკრაინაში, ხო? რა თქმა უნდა რუსეთი შეიჭრა დ ძალიან მძიმე დღეში ჩააგდო და ტერიტორიის 20 პროცენტი, ისე, როგორც ჩვენი ტერიტორიის 20% მიიტაცა,  მარამ ჩვენი რატომღაც არავის არ სტკივა, უკრაინის სტკივათ და მართლა უნდა სტკიოდეთ, რაც იქ ხდება ახლა, ხო. არაადამიანური რამე ხდება.

რუსია თუ უკრაინელი, უკრაინის ტერიტორიაზე იბრძვის და ერთიც და მეორეც მრავალმილიარდიანი შეიარაღებით ვის ანადგურებს? ჩვენ ხომ ვაღიარებთ, რომ უკრაინის ტერიტორიაა და ანადგურებს ისევ უკრაინას. როდის დამთავრდება ომი? ახლა ვინმეს უნდა, რომ რუსეთი სულ გაანადგუროს? მაგის ილუზია გვაქვს? თუ რუსეთის და უკრაინის ომი რომ დამთავრდება, მაგით მთავრდება ყველაფერი სხვა გეგმები არ არის? არ გაგრძელდება სხვაგან?

აბა გადავხედოთ ამას და გაგრძელდება თუ არა და მიზანი იკვეთება თუ არა თანდათან. საქართველოსაც მოუწევს ვინმეს გვერდით დადგომა და სადაც ძალადობაა არ გინდა იქ არა?

დღეს, ახლა უკრაინას რომ უჭირდა გაზსაც იღებდა რუსეთისგან, რუსეთთან მოლაპარაკებაზე მიდის თავისი ხორბალი, რომ გაიტანოს და გაყიდოს. ჩვენი ხელისუფლება ხომ არ იტყუება. ჩვენმა ხელისუფლებამ ბრძანა რომ ხალხს, რომ უჭირს და მძიმე სიტუაცია გვაქვს, ყველასთან ვვაჭრობთო, ის პროდუქტი რაც გვჭირდება, პური რომ არ გაძვირდეს, ხორბალიც გვინდა, პურიც გვინდა, ჩვენ თვითკმარობა არ გვაქვს, სამწუხაროდ, რა.

დაგვეხმაროს დასავლეთი, უკრაინაში იმდენ ფულს დებს, ხომ. დაგვეხმაროს დასავლეთი, მაგათგან ვიყიდით პურს, რასაც რუსეთს ვუხდით, დანამატი რაც იქნება გადაიხადონ და მაგათგან ვიყიდით, რა.

აბა ეხლა შეცვალა რუსეთის პრეზიდენტმა რაღაცა და ჩვენთან გამოვარდნენ, რა ხდეხა, რა ხდება.

შენ ის არ ხარ, 20% რომ ჩააბარე? გაყვეს საქართველო – რუსეთს მისცეს ბაზები და აქეთ არის დანარჩენი საქართველო დარჩენილი.

ჩვენ ხომ ჩვენს ძმა აფხაზებთან და ოსებთან არ გვინდა ომი და დავიდარაბა. აბა წარმოიდგინეთ, უკრაინაში რაც ხდება, საქართველოც რომ მოხდეს.

რუსეთის ბაზებიდან დანარჩენი საქართველო დაბომბონ და აქედან კიდევ რუსეთის ბაზები ბომბონ, ხომ მარტო საქართველო ნადგურდება? რამდენი კაცი დარჩება საქართველოში მცხოვრები, ამას ხომ უნდა ვუყუროთ.

დღეს რომ გამოდიან და იძახიან, რამდენიმე თვეში უნდა მიიღონ საქართველოზე გადაწყვეტილება, ის კანდიდატის სტატუსი მოგცენ თუ არ მოგცენ.

დღეს რომ ყვირიან რუსზეა გაყიდული მთავრობა, მთავრობა რუსია, რუსია, რუსიაო, ევროპაში მერე გეტყვიან, ახლა უყურებენ, ხალხი გამოდის და დაიჯერებენ, ამათ დაუჯერებენ და ესე იგი, ახალგაზრდობასაც რომ იყოლიებენ, მე მინდა რომ ახალგაზრდობამ გადახედოს, ვისი ბრალი იქნება რომ არ მოგვცენ, ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება?

ესე იგი ვინ გამოდის რუსი? ეს ვის აწყობს, საქართველო რომ მძიმე მდგომარეობაში იყოს. ევროპა თუ იძახის და დასავლეთი თუ იძახის, რომ რუსს აწყობს, მაშინ ესენი ვინ გამოდიან, რომლებიც წინა დღეებში დარბოდნენ იმასავით, მაპატიეთ გამოთქმისთვის, ქაჯებივით, ცოფიანი ნადირებივით დარბოდნენ. შეიძლება ასე? შეიძლება საქართველო ასეთ სიტუაციაში ჩავაყენოთ?

ვინ ხართ, რა ავტორიტეტი გაქვთ ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ ვის უპირისპირდებით. არ გეშინიათ? ღმერთი კაი, არა გწამთ, მაგრამ ხალხის არ გეშინიათ? ვისი სახელით ლაპარაკობთ?”

ჩვენ, ქართველებს არჩეული გვაქვს გზა, და ეს არის ქრისტეს გზა, ვინ გვეძახის, რომ რუსები ვართ – ისინი, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ ეკლესიები დაკეტეთო?

თუ რამე ქართული იყო, ყველაფერი რუსეთს მისცეს, ბენდუქიძე რუსეთის წარმომადგენელი იყო, რომ ამბობენ, ნიჭიერი კაცი იყოო. რა მივიღეთ მისი ნიჭით? გადავხედოთ აბა რა მივიღეთ, განათლების სისტემა იმ დროს დაინგრა, იმიტომ , რომ გაუნათლდბელი ერი მოსმსხურდა და მოსამსახურედ ვუნდოდით ვიღაცეების.

რუსული კი ვიცოდით, ინგლისურს გვასწავლიდნენ, ჩინური შემოვიდა მოდაში და ვიღაცეების მოჯამაგირე უნდა ყოფილიყავით ჩვენს მიწაზე?

ეს არის საქართველო, შახაბაზმაც ვერ გაგვტეხა, ვერც ჯალალედინმა და ვერც მონღოლებმა ვერავინ ვერ გაგვტეხა ვერც ერთმა იმპერიამ, რუსეთის იმპერიამ ვერ გაგვტეხა ხომ? და თქვენც ჩვენო ვითომ ქართველებო, საქართველოსთან მებრძოლებო ვერც გაგვტეხავთ და ბოლოს და ბოლოს ჩავთვლით, რომ ჩვენ გვებრძვით და ჩვენც შეგვიძლია ბრძოლა.

კი არ ვიმუქრები, არა გაქვთ ავტორიტეტი და ქუჩაში ვერ ივლით უბრალოდ გეუბნებით, ნუ გააკეთებთ, მაგას. არ გვინდა თქვენ  გამოაჩინოთ, ვინც ხართ და რანიც ხართ. აბა, შეხედეთ, რა ორჯერ იყო და ლამის რევოლუცია მოგვიწყვეს , კანდიდატობა არ მოგვცეს, ჩვენი ბრალია?

უკრაინაში, ახლაც თუნდაც, ომის პერიოდია უზენაესი სასამართლოს თავმკდომარემ 3 მილიონამდე ქრთამი აიღო და ქვედა რგოლებში რა იქნება, ხო? მარტო ჩვენს სასამართლოს ხედავენ? კარგად შეხედონ და სხვაგან რა იქნება , ხო? ომის დროს ჯარზე არ ვლაპარაკობ. ომის დროს, სამწუხაროდ ნებისმიერი ჯარი ფულს შოულობს, მაგრამ სასამართლოებში რომ ხდება ეს არის გაუგებარი ჩემთვის და მოლდოვა კომუნისტური არის თუ არა და საბჭოთა კავშირიდან არის თუ არა გამოსული ჯერ კიდე ვერ გამიგია და ჩვენ ვართ კიდე…, ჩვენი ერი… კულტურით ვინ დგას ჩვენზე წინ ფრანგი, გერმანელი, რუსი დგას, თუ ვინ დგას ჩვენზე წინ, რატომ არ გვიღებენ. და კიდე გაკვეთილებს გვაძლევენ.

გაკვეთილები კი არა, კეთილი ინებონ და თუ უნდათ, რომ ვაჭრობა და რაღაცეები ისე არ გვქონდეს იმასთან , დაგვეხმარონ რა, უკრაინაში ხომ ძალიან დიდ ფულს დებენ და გითხარით პირდაპირ რაშიც დებენ თავიანთ უსაფრთხოებას იცავენ.

ისინი იმიტომ იხდიან ფულს ,რომ ეს იარაღი მათ ქვეყნებში არ შევიდეს და ომი არ იყოს. აბა კარგად დაფიქრდით, რა, რუსეთს ხო ძალა ელევა, შანსი არაა რომ შევიდეს, 500 მილიონიან ევროპას რა უნდა უქნას.

ვერაფერს ვერ უზამს იარაღიც არ აქვს იმაზე მეტი, ხო? რაღაც დონეზე რუსეთი ფიქრობს ამათ გამოფიტავს, ესენი ფიქრობენ, რუსეთს გამოფიტავენ, თუმცა ამით, რომ არ გაჩერდება და სხვა მაშტაბებზე გადავა, იმიტომ რომ მსოფლიოში გარკვეული წესრიგი დამყარდეს.

ჩვენ არ გვაქვს ის ძალა, რომ სადმე ჩავერიოთ, ღმერთი დაგვიფარავს, აუცილებლად დაგვიფარავს და ჩვენი ერი ბრძენი ერია, ჩვენი ხალხი ბრძენია მე ავღნიშნე. ჩვენთან ხალხი ბრბო არ არის და ღმერთს რომ არ ვუღალატებთ ვერანაირი ძალა, რუსი კი არა, თუ ვინმე დამპყრობელი იყო ყველა ჩვენთან იყო შემოსული. ეკლესია იყო პირველი ვინც დამოუკიდებლობა მიიღო,

ავტოკეფალია გამოვტაცეთ რუსეთს. ეხლაც, ჩვენი ეკლესია, პატრიაქზე ქართველი რომელია, ესენი არიან, რომ დარბიან? ნებისმიერ დროს, ომი იყო თუ რა, სისხლი გვაქვს დაღვრილი. მაგათსავით ,, მგიმო”-ები კი არ გვაქვს დამთავრებული. კგბ -ში კი არ ვმუშაობდით და დღესაც ფსბ -ში კი არ ვართ დარჩენილები, კარგად გადახედონ თავიანთ თავებს.

არც იმათი აგენტი უნდა იყო და არც სხვა ქვეყნების აგენტი უნდა იყო.

ქართველი თუ ხარ, ქართველი უნდა იყო თავიდან ბოლომდე.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ ღმერთმა სულიწმიდის მადლით აგავსოთ და აუცილებლად შეგვეწევა წმ. ნიკოლოზი. განსაკუთრებით გვიფარავს, მე ხშირად მიწევს ხოლმე მოლოცვა, დიდი სასოება გვაქვს წმინდა ნიკოლოზთან, ყოველთვის შეგვეწევა და დაგვეხმარება.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, მამაო , გილოცავ. ჩვენს ბოდბისხევის მოსახლეობას ვულოცავ, ჩვენი ეპარქიის ყველა მცხოვრებს, მიუხედავად იმისა რა სარწმუნოების არის, საქართველოშიც ყველა ადამიანს ვულოცავ, ვინც მოქალაქეა, ვისაც ღმერთი უყვარს, ვისაც საქართველო უყვარს, ვისაც მოყვასი უყვარს. ვისაც ერთმანეთის სიხარული უხარია, ყველას ვულოცავ და ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და ქიზიყელებო ყოველთვის ძლიერად უნდა იყოთ ამ ბრძოლაში. იხარეთ ორთავ სოფელსა შინა.”- ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი. 2023 წელი. 22 მაისი.

გაზიარება45

დაკავშირებული -პოსტები

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....

დაწვრილებითDetails

ერთ დღეში 1 გრამი “ბაჯაღლო” 13 ლარით გაიაფდა- რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს კვლავ გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 174 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.21%-ით შემცირდა. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 20 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი
მთავარი

ადვოკატ რევაზ აჭარაძის განმარტებით, მოსამართლე გიორგი გელაშვილს ია დარახველიძის ნაწილში სასჯელის ზომა, რომლის მიხედვითაც, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეეშალა. როგორც აჭარაძე განმარტავს, მას მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა და უთხრა, რომ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა. ია დარახველიძე დღეს მის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რის გამოც, განაჩენის აღსასრულებლად მასზე თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ...

დაწვრილებითDetails

„მოსალოდნელია ნალექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება...

დაწვრილებითDetails

ნიკეას ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 4 თვე გაგრძელდება – რას აცხადებენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
გვწამლავენ ცოცხლად, ფანჯრებს ვერ ვაღებთ – რა ვითარებაა ნიკეას ნაგავსაყრელზე და რას აცხადებენ ნარჩენების მართვის კომპანიაში
მთავარი

ქუთაისის ნიკეას დასახლებაში ისტორიული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შესახევ "მეგა ტვ"-ს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც თვის ბოლოს...

დაწვრილებითDetails

“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში ტრაგიკული ამბავი გავრცელდა. გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონა თურქეთში...

დაწვრილებითDetails

„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან
მთავარი

თბილისში, 21 წლის ბაიკერი ტრაგიკულად დაიღუპა. ელენე ექვთიმიშვილი ვარკეთილში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, გოგონა სოციალურ ქსელში აქტიური იყო და მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. დაღუპულს ახლობლები ემშვიდობებიან. „რამხელა ტკივილი ხარ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"