იტალიაში დაკარგული ქართველი ემიგრანტი ქალი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ემიგრანტები წერენ ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ცნობილია ნაპოვნი ქალი ნაირა ფილფანია.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია რომ ნაპოლში ნახეს ქართველი ქალი, რომელსაც არაფერი ახსოვდა.
“მეგობრებო ეხლა მომაწოდეს ინფორმაცია იტალიელმა ქალბატონმა ნაპოლიდან კერძოდ “Via licola patria 135 parco enea” და სურათიც გადმომიგზავნა არის ქართველი ქალბატონი რომელსაც არ ახსოვს არაფერი თუ ვინმეს გეცნობათ ან ვინმეს თუ შეგიძლიათ მიაკითხოთ და წამოიყვანოთ გთხოვთ ყველას ნუ დატოვებთ ქუჩაში![]()
![]()
მადლობა წინასწარ ყველას
გადააზიარეთ რომ ყველამ ნახოს.” – წერდნენ სოციალურ ქსელში.
“ნაპოლის ქართველებო გთხოვთ თუ იცნობთ ნაირა ფილფალს შემეხმიანეთ. პოლიციიდან 118-დან დამირეკეს უგონოდ არისო, ვერ აზროვნეს საერთოდ ეს ქალბატონი. იქნებ დავეხმაროთ. ჩემი ნომერი უპოვიათ ქაღალდზე დაწერილი მის ბლოკნოტში და დამიკავშირდნენ.










