ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი დაიღუპა, დაშავდა მისი შვილიშვილი, მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს.
ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და უტარდება გამოკვლევები.