LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს” – ევროკომისიის პრესსპიკერი

” ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს” – ევროკომისიის პრესსპიკერი

დაპოსტა 2026/10/19-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ ამ სარჩელებს, რა თქმა უნდა, მათ შორის, ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის” შეკითხვას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ განხილვებზე.

„ეს მოვლენები, ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრინდელ განცხადებებთან ერთად, მიუთითებს სასამართლო სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაციაზე. ეს საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმს და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას. ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამას და გავაგრძელებთ ამ სარჩელის თვალყურის მიდევნებას”, – აღნიშნა პრესსპიკერმა.

ამასთან, მან უპასუხა ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ დასმული შეკითხვას.

„ჩვენ ძალიან ხმამაღლა გამოვხატავთ პოზიციას „ქართული ოცნების“ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩახშობისკენ. სამწუხაროდ, ისინი აგრძელებენ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები და გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა”, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხს ეხება, 21 ოქტომბრიდან დაიწყება.

რაც შეეხება ჟურნალისტ ვახო სანაიას, სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა შეუფარდა. ჟურნალისტი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

„სასწრაფო თავად მძღოლმა გამოიძახა…“ – ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
“ქალმა იხუმრა” – 36 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ცენტრში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალი გურჯაანის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა თავად მძღოლმა გამოიძახა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სამეგრელოდან სოფელ ჩუმლაყში დღიურ...

დაწვრილებითDetails

გლ­და­ნი მოლ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი გარ­და­იც­ვა­ლა

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
დიდხანს ვერ ამოვა თვალებიდან – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონას ახლობელი
მთავარი

გლ­და­ნი მოლ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი გარ­და­იც­ვა­ლა. ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის აფ­თი­აქ­ში შე­ვი­და და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, რად­გან თავს შე­უძ­ლოდ გრძნობ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის დის­ტრი­ბუ­ტო­რი იყო. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, მა­მა­კა­ცი 37 წლის...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი თითქმის 50 მილიონ ლარად იყიდება

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
ვინ შეიძინა წყალტუბოს სანატორიუმები
ეკონომიკა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმებისთვის ინვესტორებს ეძებს. 15 ოქტომბერს სახელმწიფომ, აუქციონზე გასაყიდად, მიწის 10 ნაკვეთი გამოიტანა თავისი შენობებით და მათივე დამხმარე ნაგებობებით. ამ ქონების საწყისი გასაყიდი ღირებულება მთლიანობაში...

დაწვრილებითDetails

მარჯვენა ხელი და ფეხი პარალიზებული აქვს, ვერც საუბრობს” – რას ჰყვება დედა, რომლის 11 წლის შვილსაც მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი დაეცა

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
მთავარი

1 წლის ვატო ნარ­სა­ვი­ძეს, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს, გუ­შინ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში კი­დევ ერთი რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ბავ­შვს შუნ­ტი­რე­ბა დას­ჭირ­და. ექი­მე­ბი მის გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. ყვე­ლას გვჯე­რა, რომ სი­ცო­ცხლით სავ­სე პა­ტა­რა...

დაწვრილებითDetails

ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
მთავარი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას და მის მიმართ გამოტანილ განაჩენს უსამართლოდ აფასებს. ორგანიზაციის შეფასებით, „კანონმდებლობაში შეტანილი რეპრესიული ხასიათის ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს, არაპროპორციული ძალით იმოქმედოს კრიტიკულად...

დაწვრილებითDetails

დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
29-30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 ადამიანი გადაიყვანეს- ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ. „პროგრამაში მონაწილეობა...

დაწვრილებითDetails

თემურ ბრუნჯაძე, რომელიც სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
თემურ ბრუნჯაძე, რომელიც სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა, გარდაიცვალა
მთავარი

თემურ ბრუნჯაძე, რომელიც სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა, გარდაიცვალა.  ახალგაზრდა ბიჭს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. საზოგადოების დახმმარებით ოპერაციამ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა და 10 სექტემბერს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს....

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს
მთავარი

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა. სხდომას არ ესწრებოდა ვახო სანაია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“. შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას – ჩვენი ამოცანა ისიც არის და ამიტომაც ვართ კრიტიკული ევროკავშირის მიმართ, რომ ევროპა გადავარჩინოთ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას - ჩვენი ამოცანა ისიც არის და ამიტომაც ვართ კრიტიკული ევროკავშირის მიმართ, რომ ევროპა გადავარჩინოთ და ის ცივილიზაცია შევინარჩუნოთ, რომლის თანაშემოქმედები ჩვენც ვართ - დღეს ევროპა...

დაწვრილებითDetails

წყალი 19:00 საათამდე შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, დღეს საბურთალოს რაიონში, ოდესის ქ. N19-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. „სამუშაოების მიმდინარეობისას 10/19/2026 12:00 დან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"