ქალაქ პოპასნაიაში დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგი გაიდაი ავრცელებს.
მისი თქმით, რუსული ძალები საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ.
”პოპასნაია ძალიან დაზარალდა. გარდა იმისა, რომ ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს, რუსული ძალები მუდმივად ბომბავენ მრავალსართულიან შენობებსა და კერძო სახლებს”, – აღნიშნა გაიდაიმ.
რუსული ძალები ლუგანსკის დასახლებებს ინტენსიურად ბომბავენ. მათ ე.წ.სამხედრო ოპერაციის მეორე ფაზის ფარგლებში, დონბასის რეგიონის დაკავება აქვთ განზრახული.