32 წლის საქართველოს მოქალაქე დამამძიმებელ გარემოებაში ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
„ადგილობრივი დროით 22:00 საათზე კაცი შევიდა აფთიაქში სამედიცინო ნიღბით და თანამშრომლებს დაემუქრა დანით და სათამაშო იარაღით, რათა მათგან ფული მიეღო. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყუთიდან ამოიღო დაახლოებით 1200 ევრო ნაღდი ფული, შემდეგ კი მოპედით გაიქცა“, – წერს მედიასაშუალება.
ქალაქის კამერების ვიდეო სათვალთვალო კამერების დახმარებით კაცი მალევე დააკავეს.










