LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ფიცრებით ხელში დაიძრნენ სოსოსკენ და უმოწყალოდ ცემეს | რას ყვება დაკავებული სოსო ყიფშიძის დედა

ფიცრებით ხელში დაიძრნენ სოსოსკენ და უმოწყალოდ ცემეს | რას ყვება დაკავებული სოსო ყიფშიძის დედა

დაპოსტა 2022/03/31-ში
A A
845
ნახვა
გაზიარება
გიორგი მარგველაშვილის სიძის, სოსო ყიფშიძის დედა თეა ყიფშიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს  ავრცელებს წარწერით  “ბრაზი მახრჩობს! აი, ესაა ე.წ. თავდამსხმელი”
“პატიმრის დედა – 20 დღეა, ამ სტატუსს ვატარებ, მაგრამ ვერაფრით ვეგუები – ბრაზი მახრჩობს! აი, ესაა ე.წ. თავდამსხმელი (ყველა დაზიანება, რასაკვირველია, არ ჩანს), რომელიც ლამის ტერორისტად გამომიცხადეს, თან ისეთად, გირაოთიც რომ არ გაიშვებოდა სახლში! და რატომ? უბრალოდ ვიღაცას სადღაც ძალიან ეამა, რომ ციხეში აღმოჩნდებოდა ადამიანი, ვიზეც სააგენტო-სააგენტოზე და ზედ დამატებული ტვ პირველი იტყოდა – მარგველაშვილის სიძემ ეს რა ჩაიდინა… და რა ჩაიდინა? დაინტერესებულხართ? წადით, ჯერ დაჭრილები იპოვეთ და მოინახულეთ, მერე ხელყუმბარაც მოიკითხეთ… საქმის მასალები რომ დიდად არ გაინტერესებთ, ვხვდები… და მერე წერეთ… წერეთ, რამდენიც გინდათ…
P.S. ისე, რა უცნაურია, რომ პირველი ცნობა რუსთავი2-მა გაავრცელა, სადაც წლები ვიმუშავე მეც და გარკვეულ ხანს მუშაობდა სოსოც.
პატიმრის დედა! – ვერა, ვერ შევეგუები! მაინც ვიპოვით სამართალს! ✊ ” | წერს სოსო ყიფშიძის დედა    
თეა ყიფშიძე მოკლედ აღწერს იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს, მისი თქმით კონფლიქიტი ანა მარგველაშვილის მიერ  არასწორად გაჩერებული მანქანის გამო დაიწყო.
“ამბავი ძალიან მოკლედ ასეთია – ანა მარგველაშვილი მანქანას აჩერებს ეზოში, სახლთან, როგორც ირკვევა, მეზობლის ადგილას (რომელსაც რასაკვირველია, არ უყიდია ის ადგილი, მაგრამ ჯიგრულად ნომერი დააწერა), მის მანქანას კეტავს ავტომობილით ძალიან შეგნებულად ის, ვისი ადგილიცაა. მალე ანა წასასვლელია, ჩადის და ასიგნალებს, რომ მანქანა გაწიონ. 3 დღის ჩამოსული და 3 საათით ადრე დაბუსტული სოსო 1 წლის ბავშვთან მარტოა და აჭმევს. მალე 2 კაცი (მამა-შვილი) ჩაქანდება და საქმეებს ურჩევს ქალს, აგინებს ცოცხალ-მკვდარს. ხმაური ესმის სოსოსაც და ესარჩლება მე-9 სართულიდან. მალე მამა-შვილი (როგორც თავად აცხადებენ, მე-9 სართულიდან შეშინებულები) დაეძებენ ფიცრებს და ასე შეიარაღებულები ადიან (ასევე როგორც თავად აცხადებენ თავის სართულზე, მე-12-ზე), მაგრამ აღმოჩნდებიან სოსოს სართულზე (ამბობენ, რომ ლიფტი სოსომ გააჩერა, თუმცა კოდირებულ ლიფტს როცა მგზავრი აყავს, არსად ჩერდება). უმოწყალოდ ცემენ, ურტყამენ, არ ესმით ქალის კივილი, რომელიც გაშველებას ცდილობს (და ამ დროს 1 წლის ბავშვი სახლში მარტოა) და მერე ვითომ თანხმდებიან, რომ მეზობლებში კონფლიქტი ვის არ მოსვლია, მაგრამ შეაქვთ საჩივარი და სოსოს იჭერენ. ჰო, კიდევ ერთი დეტალი – ამბობენ, რომ სოსო გაიქცა და ამ დროს ადამიანი იყო მედიქლაბში სერიოზული დაზიანებებით. ასეთია ძალიან მოკლედ ეს ამბავი. კამერები, რომლის იმედიც გვქონდა – წაშლილია. კიდევ ბევრი დეტალია, თუმცა ამას აღარ ჩავუღრმავდები ” 

შეგახსენებთ, რომ 20 დღის წინ , სოსო ყიფშიძე მამა-შვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დააკავეს.  ბრალდებულს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა და წინასწარი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსაც მიმართა.

გაზიარება338

დაკავშირებული -პოსტები

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ყველაფერი ჩვეულად მიჰყვება დროის დინებას, მდორედ ერთფეროვნად და ზომიერად, არც რაიმე მოულოდნელი, არც რაიმე ექსტრემალური დღეს არ ჩანს ჰორიზონტზე. დაისვენეთ, მოდუნდით და აღიდგინეთ ძალები. კურო დღევანდელი ახალი კავშირები ძალიან...

დაწვრილებითDetails

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს
მთავარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს. ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინეს. ზურაბ პატარაძე ამ დრომდე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება – გაფრთხილება ამინდის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 24 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 24 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6936, ევრო – 3.1464, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6334 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი – სუს-ი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. სუს-ის განცხადებით, დაკავებულმა...

დაწვრილებითDetails

ხონელი თორნიკე ბექაური თურქეთში რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ხონელი თორნიკე ბექაური თურქეთში რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში  მონაწილეობას მიიღებს
მთავარი

ხონის ააიპ ტექსიკოსთა სახლის აღსაზრდელი თორნიკე ბექაური თურქეთში ქალაქ ანტალიაში ფიბონაჩის რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას Fibonacci International Robotics Olympiad საერთაშორისო ოლიმპიადაა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ოლიმპიადა მიზნად ისახავს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) - შპს „ნთკ 2016“ (მის:...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი გაიაფდა – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 716 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.40%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

“არცერთი ჩვენთაგანი არ დაუშვებს გარედან ჩარევას”- მეუფე ანტონი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი
მთავარი

28 აპრილს გვეცოდინება სამი საპატრიარქო კანდიდატი, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, არ დაუშვებენ გარედან ჩარევას და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული, პირობას...

დაწვრილებითDetails

არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს -მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
დღევანდელ სასამართლო პროცესში მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება
მთავარი

უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. სააკაშვილი რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"