“ფეხბურთში 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართოს ქუთაისშიც!” – ამ სათაურით manifest.ge-ზე მეტიცია გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია:
“2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს.
საქართველოში თამაშები 3 ქალაქში: თბილისში(ორ სტადიონზე), ბათუმსა და ფოთში გაიმართება.
ისევე, როგორც 2017 წელს, საფეხბურთო ტრადიციებით და სტატისტუკურად მაყურებელთა ყველაზე მაღალი ინტერესითა და რაოდენობით გამორჩული ქუთაისი კვლავაც საფეხბურთო რუკის მიღმა რჩება.
“ევროპა ჩვენი სახლია” მოგიწოდებთ შემოუერთდეთ მოთხოვნას ქუთაისში მატჩების გამართვის შესახებ, რაც საფეხბურთო ზეიმთან ერთად ჩვენი ქალაქისთვის ეკონომიკური სარგებელის მომტანიც იქნება!”
პეტიცია არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია”-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა შექმნა. პეტიციის მისაღებად 500 ხმაა საჭირო.