აშშ-ის ყოფილი ოფიცერს – კიმ პოტერს, ფერადკანიანის მკვლელობის საფუძველზე ბრალი დაუმტკიცდა.
BBC-ის ცნობით, პოლიციელის დაკავება ადგილზევე მოხდა, თუმცა ის მოგვიანებით გირაოს სახით 100 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
აშშ-ის პოლიციის თქმით, დაკავების დროს პოლიციელმა შემთხვევით ესროლა Daunte Wright-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, დონტე რაითზე, საგზაო წესების დარღვევის გამო, დაკავების ორდერი იყო გაცემული. პოლიციელებთან შეწინააღმდეგებისას კი პოლიციის ოფიცერმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის ფერადკანიანის მკვლელობაზე. ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული იყო პოლიციის ოფიცრის მიერ ფერადკანიანის – ჯორჯ ფლოიდის გაგუდვა, რამაც დიდი აჟიოტაჟი და განრისხება გამოიწვია.
დონტეს ოჯახის ადვოკატი, ბენ ქრამპი ამბობს, რომ ეს იყო გამიზნული მკვლელობა, და ძალების არაკანონიერი გზით გამოყენება.