“რიონის ხეობის მცველები” თავიანთ ოფიაციალურ ვებ – გვერდზე 23 მასითან დაკაშირებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება მათი მისამართით.
ვარლამ გოლეთიანი კომპანია “ენკას” მიერ გუშინდელ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი არ გაურბიან არანაირ დიალოგს ხელისუფლებასთან , უბრალოდ რადგან მათი მოთხოვნები არ შესრულდა, დროებით არ აპირებენ მოლაპარაკებებზე წასვლას.
ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ ყალბ ვებ-გვერდეებზე განთავსებულ ინფორმაციას ყურადღება არ დაუთმონ და ისარგებლონ ოფიციალური ვებ- გვერდით :
“რიონის ხეობის გადარჩენისთვის”.
“მეგობრებო!
23 მაისის თბილისის აქციის მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა საინფორმაციო შეტევა რიონის ხეობის მცველების მოძრაობის წინააღმდეგ. ეს განსაკუთრებით იგრძნობა სოციალურ ქსელებში. ორგანიზებულად შექმნილ ათობით ფეისბუქ-გვერდზე დარეკლამებულია ე.წ. ფეიქ-ნიუსები (ყალბი ინფორმაცია), რომლებიც მიზანმიმართულად ცრუ და დამაზიანებელ ინფორმაციას ავრცელებენ ჩვენს წინააღმდეგ. მეტიც, აღნიშნული გვერდები, ხშირად სპეციალურად იყენებენ ჩვენი გვერდის მსგავს დასახელებას, ან ყალბ ინფორმაციას ეროვნულ იდეებს ამოფარებული სახელწოდებებით აჟღერებენ.
აღნიშნული კამპანია ცდილობს არა მხოლოდ ჩვენი გულშემატკივრების დაბნევას, მას შეცდომაში შეყავს ის ადამიანები, ვინც ჯერ ნაკლებადაა გარკვეული ჩვენს მიზნებში.
კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ გვაქვს მხოლოდ ერთი ფეისბუქ გვერდი “რიონის ხეობის გადარჩენისთვის”. აბსოლუტურად ვემიჯნებით ყველა საეჭვო გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას და არ ვიღებთ მათზე პასუხისმგებლობას. “
ცნობისათვის “რიონის ხეობის მცველებმა” კარვებში უკვე 198-ე ღამე გაათიეს , და მათი მოთხოვნები : რკინის ბარიკადრების სრულიად აღება , და კომპანიის მიერ კაშხლის მშენებლობის შეჩერება , მთავრობას ჯერ კიდევ არ დაუკმაყოფილებია.