მიუხედავად პანდემიისა და რუსეთ უკრაინის ომისა, ქალაქის თვითმმართველობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ “გვირილობა 2022“ მეტნაკლებად მოკრძალებულად აღენიშნა. იმ რამოდენიმე ღონისძიებათა შორის, რომელიც დღეს გაიმართება, ერთ-ერთი მესხიშვილის თეატრში, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტია, რომელზეც დასწრებაც, ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ ბილეთის საფუძველზე შეგეძლებათ.
მეგა ტვ- დაინტერესდა , თუ რა მოიზარებოდა ბილეთში, მაშინ როდესაც სხვა ღონისძიებებზე ხაზგასმით არის მითითებული, რომ დასწრება თავისუფალია.

როგორც გავარკვიეთ , მერია ბილეთში, მოსაწვევს მოიზარებდა (რომლის აღება თეატრის სალაროში შეგეძლებათ) .ფაქტია, რომ ანონსმა მოქალაქეების დაბნევაც გამოიწვია, ისინი ვერ მიხვდნენ, ღონისძიებაზე დასწრება, ფასიანი იყო , თუ არა, რაზეც კომენტარებიც მეტყველებს.











