მსოფლიო ბირჟებზე ოქრო სტაბილურ ნიშნულზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 711 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.23%-იან მატებას წარმოადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 75.55 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.10%-ით დაკლებული მაჩვენებელია.
რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 420 ლარი ღირს, 750 სინჯის – 315 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 245 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.80 ლარი ღირს, ხოლო 800 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.44 ლარი ღირს.









