დღეიდან საქართველოში “pfizer”-ით ვაქცინაცია იწყება.
pfizer”-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“, ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.
“pfizer”-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
შეგახსენებთ, “pfizer”-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 14 ივლისს 15:00 საათზე დაიწყო. პროცესი ვაქცინაციის პორტალზე შეფერხებით მიმდინარეობდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ვაქცინა ივლისის განმავლობაში ეტაპობრივად ჩამოვა.










