LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უწყვეტი წვიმა საფრთხეს უქმნის ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს – საყდრისის  კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი

უწყვეტი წვიმა საფრთხეს უქმნის ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს – საყდრისის  კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი

დაპოსტა 2024/06/03-ში
A A
22
ნახვა
გაზიარება

ფშავში უწყვეტი წვიმა საფრთხეს უქმნის ეროვნული მნიშვნელობის ისტორიულ ძეგლს – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საყდრისის  კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტმა 30 მაისს დაწერა.

“როგორც ადგილობრივები აცხადებენ და გავრცელებულ კადრებშიც ჩანს, მუზეუმის ხიდი ჩამოინგრა, ხიდის მიმდებარე მიწა, მასზე ყოველდღიურად ბზარები იზრდება. მუზეუმის მონახულება სახიფათოა. წყალმა მუზეუმთან ავტობუსის მოსაცდელი ადგილიც წაიღო.
ასევე, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოების დაწყება დღემდე ვერ ხერხდება, რადგან უხვი ნალექი გრძელდება. სახლ-მუზეუმის შენობას და პოეტის ცხოვრებიდან ამოღებულ უნიკალურ მემორიალურ ნივთებსა და ეთნოგრაფიულ მასალებს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.” – წერს საყდრისის  კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი წერს.

ვაჟა-ფშაველას სახლ მუზეუმის და მიმდებარე ტერიტორიის ფოტოები ლელა რაზიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და წერდა:

“ეს მდომარეობაა ჩარგალში, ვაჟას სახლ-მუზეუმში… დაძრულია მუზეუმის ხიდი, ხიდის მიმდებარე მიწა. ავტობუსის მოსაცდელი წყალმა წაიღო, ტრანსფორმატორი და ის მწვანე პატარა ჯიხურიც. მუზეუმთან მისვლა საშიშია…

ასეთი რამ მე არ მახსოვს, არ ახსოვთ ჩემზე უფროსებსაც! ღმერთო უშველე ჩემს პატარა სამოთხეს და ჩემს ქვეყანას მთლიანად! კიდევ საწვიმრად ემზადებაო…” – წერდა ლელა რაზიკაშვილი.

მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:

“ბევრი მწერს და ყველას ერთად გაგცემთ პასუხს, ერთხელ დავწერ კიდევ რაც ვიცი.

უფრო წვრილად და ზუსტად ჩარგლის მუზეუმის ადმინისდრაციამ იცის, ადგილზე არიან და დილიდან საღამომდე დასცქერიან წყლის მოვარდნა-დამშვიდებას.
გზა ჩარგლამდე იწმინდება,
გამოღმა, საგამოფენო დარბაზებში ჯერ-ჯერობით მშვიდობაა. შარშანწინ, გაზაფხულზე ამ მხარეს გადმოხეთქა ნიაღვარმა და კიღამ წალეკა იქაობა.
წელს თვეზე მეტი წვიმდა გადაუღებლად და მდინარესთან ერთად, ვაჟას ეზოს ბოლოზე მიწა დაიძრა და ჯერაც მიდის ნაპრალების გაღრმავება.
ამ მდგომარეობაში, ექსკურსიების მიღებას მაღლა ქოხში ვერ შეძლებენ , ამაზე წერდა კიდეც მანანა გოდერძაული, მუზეუმის დირექტორი.
რაც ეხება სამუშაოებს, ყველა ჩართულია, კულტურის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ადგილობრივი გამგეობა.
ჯერ -ჯერობით მუშაობენ გეოლოგები, იკვლევენ არის თუ არა უსაფრთხო სამუშაოების დაწყება, დაძრული მეწყერის პირობებში. ჯერ საბოლოო სურათი არ არის. იმედია დამშვიდდება ბუნება და ყველაფერი აღდგება და გალამაზდება ისევ!
ეს არის სულ რაც მე ვიცი,
ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს ყველას!”
სო­ფელ ჩარ­გალ­ში მიმდინარე პროცერსებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტომ:

“გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­პი­რის­პი­როდ, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვაჟა-ფშა­ვე­ლას სახლ-მუ­ზე­უმს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

2024 წლის 26 მა­ისს დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის (მა­ღა­როს­კა­რის თემი) სო­ფელ ჩარ­გალ­ში ხან­გრძლი­ვი წვი­მი­სა და მდი­ნა­რე ჩარ­გლუ­რას ადი­დე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თარ­და მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, რა­მაც და­ა­ზი­ა­ნა სახლ-მუ­ზე­უ­მის სი­ახ­ლო­ვეს, მდი­ნა­რე ჩარ­გლუ­რას მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, კა­ლა­პო­ტის ნა­პირ­სა­მაგ­რი ჯე­ბი­რი და სახლ-მუ­ზე­უმ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დის მარ­ჯვე­ნა ნა­წი­ლი.

27 მა­ისს სსიპ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის (მა­ღა­როს­კა­რის თემი) სო­ფელ ჩარ­გალ­ში ჩა­ვიდ­ნენ და ად­გილ­ზე გა­ეც­ნენ ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის უძ­რა­ვი ძეგლის – ვაჟა-ფშა­ვე­ლას სახლ-მუ­ზე­უ­მის მდგო­მა­რე­ო­ბას. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გე­ო­ლო­გე­ბიც, რომ­ლებ­მაც უკვე შე­ა­ფა­სეს მდგო­მა­რე­ო­ბა და, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახლ-მუ­ზე­უმ­სა და მის ტე­რი­ტო­რი­ას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ხოლო, შე­სა­ბა­მი­სი გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად და­ი­გეგ­მე­ბა ნა­პირ­სა­მაგ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

სსიპ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის აღ­მო­ფხვრის სა­მუ­შა­ო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია და დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა“, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი დაარსდა 1961 წელს. მასში დაცულია როგორც პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, ასევე XIX და XX საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული მასალები. იქ ინახება პოეტის სხვადასხვა პერიოდის კრებულების გამოცემები. მუზეუმში ასევე დაცულია პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერა, გრაფიკა და ქანდაკება, ფოტოები და სხვა. მთლიანობაში მუზეუმის ფონდში 2000-ზე მეტი ნივთია დაცული.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავტოსატრანსპორტო საშუალებით პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას...

დაწვრილებითDetails

ერთმანეთს მანქანა და მოტოციკლი შეეჯახა

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

რუსთავის ავტობანზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს მოტოციკლის მძღოლი, 26 წლის კაცი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დაწვრილებითDetails

„ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა…” – ავარია თბილისში

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
„ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა…” – ავარია თბილისში
მთავარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ დაეჯახა თბილისში, ტროტუარზე მიმავალ ქვეითს მსუბუქი ავტომობილი. ქალის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, რამდენიმე დღის წინ მოხდა. მანქანის მძღოლი დაკავებულია. ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ეროვნული ცენტრიდან 60-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს – ნინო ბექიშვილი
მთავარი

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ტარდება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. კერძოდ, რაც შეეხება 2026 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს, ქართული...

დაწვრილებითDetails

2 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

2 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +35 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ხელსაყრელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ საკითხს მოაგვარებს. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ. საღამოს ოჯახთან ან...

დაწვრილებითDetails

გორში, ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
გორში, ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
მთავარი

გორში, კინოთეატრ „გამარჯვების“ წინ ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია მიეძღვნა ერთი წლის გასვლას იმ დღიდან, როდესაც, „თრიალეთის“ მიმართ ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლა დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც...

დაწვრილებითDetails

აქციებზე დაკავებული თორნიკე თოშხუა დარბაზიდან გაათავისუფლეს, მინდია შერვაშიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებ დღესვე დატოვებს

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
სასამართლომ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობაში დატოვა
მთავარი

თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწუვეტილება გამოაცხადა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ თორნიკე თოშხუა დარბაზიდან გაათავისუფლა, მინდია შერვაშიძე კი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს. მხარეებმა საქალაქო სასამართლოს...

დაწვრილებითDetails

„საკუთარ შვილებს მოწყალების თხოვნას და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ“-შსს

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე,...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ კარი შეამტვრია და ბინაში მოკლული გოგო იპოვა, მკვლელი თურქეთში გაიქცა – ბაია პატარაია

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოში ეროვნებით აზერბაიჯანელი გოგო მოკლეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ავრცელებს. პატარაია ამბობს, რომ ეროვნებით აზერბაიჯანელ გოგოს ორი დღე ვერ უკავშირდებოდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ბინის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"