კანადის პროვინცია ნიუ-ბრანსუიკში ექიმებმა უცნობი დაავადების აფეთქება დააფიქსირეს. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს.
ნევროლოგიური დარღვევების მქონე პირველი პაციენტები ქვეყანაში ჯერ კიდევ 2015 წელს გაჩნდა, ახლა კი ავადმყოფთა რიცხვმა 50-ს მიაღწია, 6 შემთხვევაში ლეტალური შედეგი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 50-ვე შემთხვევა ნიუ-ბრანსუიკის ორ რაიონში დაფიქსირდა.
ახალი დაავადების სიპმტომებია სწრაფად პროგრესირებადი გონებანაკლულობა და სხვადასხვა ფსიქიატრიული გამოვლინება. ასევე პაციენტები უჩივიან უძილობას, მამოძრავებელი და მხედველობითი ფუნქციების დარღვევას. ექიმებს დაავადების კლასიფიცირება არ შეუძლიათ, ვინაიდან ყოველ შემთხვევასთან ერთად სიმპტომების სხვადასხვა ერთობლიობას აწყდებიან.
დაავადების იდენტიფიცირება ვერც ექსპერტიზის შედეგად მოხერხდა. ახლა ძირითად თეორიად ექიმები ნეიროტოქსინებით მოწამლვას მიიჩნევენ და ჯერჯერობით დაავადებას „ნიუ-ბრანსუიკში უცნობი ეტიოლოგიის ნევროლოგიურ სინდრომს“ უწოდებ










