„მადლიერების სახლი ავტოქარხნის ფილიალის რეაბილიტაცია 2019 წელსვე იგეგმება, ხოლო 2020 წლისათვის ცენტრალურ ფილიალში სამრეცხაო მოეწყობა“ -ამის შესახებ ააიპ „მადლიერების სახლი“-ს ხელმძღვანელმა თამთა ბაკურაძემ განაცხადა. ჯამში ორივე პროექტისათვის დაახლოებით 30 000 ლარი დაიხარჯება. ბაკურაძის განმარტებით სამრეცხაოს მოწყობის რეკომენდაცია მათ გენდერული საბჭოსგან მიიღეს. ორივე ფილიაში „მადლიერების სახლი“ 800-მდე ბენეფიციარს ემსახურება.
საგანგებო სიტუაცირის სამსახური განცხადებას ავრცელებს
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა. მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე...









