„მადლიერების სახლი ავტოქარხნის ფილიალის რეაბილიტაცია 2019 წელსვე იგეგმება, ხოლო 2020 წლისათვის ცენტრალურ ფილიალში სამრეცხაო მოეწყობა“ -ამის შესახებ ააიპ „მადლიერების სახლი“-ს ხელმძღვანელმა თამთა ბაკურაძემ განაცხადა. ჯამში ორივე პროექტისათვის დაახლოებით 30 000 ლარი დაიხარჯება. ბაკურაძის განმარტებით სამრეცხაოს მოწყობის რეკომენდაცია მათ გენდერული საბჭოსგან მიიღეს. ორივე ფილიაში „მადლიერების სახლი“ 800-მდე ბენეფიციარს ემსახურება.
საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის 3 წევრი დააკავეს – სუს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულები არიან უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი...









