გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად განიხილება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.
გამოცემის ცნობით, კოსტა-რიკის, მალდივის კუნძულების, მაროკოს, შვეიცარიისა და სლოვენიის მიერ წამოყენებულ რეზოლუციას 43-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ხოლო, ოთხმა ქვეყანამ – რუსეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და იაპონიამ თავი შეიკავეს.
მიუხედავად კრიტიკისა, რეზოლუციას მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა.










