LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ურთიერთობა ადამიანებს შორის ისეთი იყო, როგორიც გაჩენის პირველ დღეს – რას წერდა რეზო გაბრიაძე ქუთაისზე

ურთიერთობა ადამიანებს შორის ისეთი იყო, როგორიც გაჩენის პირველ დღეს – რას წერდა რეზო გაბრიაძე ქუთაისზე

დაპოსტა 2021/06/11-ში
A A
99
ნახვა
გაზიარება

,,ეს ჩვენი პატარა ქალაქი მდებარეობს, აგერ ა ლიხს იქეთ, მდინარე რიონის პირას. მისი პოეტური ეპითეტია სავარდო, სამაისო. ეგერ ე ბაღის კიდეა, ასე უწოდებდნენ ოდითგან ტროტუარს, ხოლო თვით ბაღს კი ბულვარს. გაღმელი, დახავსებული ხალხი კი გულვარდს. ამ ბაღის საუკეთესო დრომ უკვე დიდიხნის წინათ განვლო. რა არ ახსოვთ ჭადრების ხეივნებს. ახსოვთ პოეტი, ახსოვთ პოეტის ეტლში შებმული სტუდენტები, სუნამოთი დანამული მარაოები, სიმფონიური და აზიური ორკესტრებიც კი ახსოვთ, ქველმოქმედებითი ლატარეები, ღარიბი ბავშვებისათვის ნაძვისხის ფულის შესაგროვებლად, ახლა ხანდახან თუ ჩაივლის ერთობ სევდიანი ქალბატონი იანგაროზა, კრასნაია მასკვათი მკრთალად დანამული ბარხატის კაბაში გამოწყობილი, მშვენიერი უდროოდ და იოლად წასული საკომისიოს დირექტორის ქვრივი. ეჰ ნათელი დაადგეს რაფიელს რა სალამი იცოდა, რა ტკბილი სიტყვა. ეგერ ე ეკლარის ქვით ნაგები სახლიდან მუდამ ჟამს გიტარის სევდიანი ხმა ისმოდა. ვენახებით დატყვევებულ ქალაქში ნახევარი მოსახლეობა მთვრალი იყო, მეორე ნახევარი უფრო მთვრალი. ანდა პირიქით. ღორები ქუჩებში სამყურას გლეჯდნენ. ღამღამობით მგლები ტყიდან ტყეში ქალაქის ქუჩებით გადადიოდნენ, მოკლეზე. თეატრში ბილეთებათ ლობიო გადიოდა, სიმინდი, წველა ყველი, შილერზე და შექსპირზე წველა ნახევარი. ცხენოსნები ტროტუარზე დასეირნობდნენ, უყვარდათ სიტყვები „გრადუზი“, „გენიოზი“. სწამდათ ჭინკების, ჭიამაიების, მარჩიელების, სწამდათ რომ ხოჯავა მეთულუხჩეს ორი გული აქვს და სრიალა კუდი ასე ა წინიდან. ოქროთი სავსე თასით მთელ ქალაქს მოივლიდა კაცი უშიშრად, ურთიერთობა ადამიანებს შორის ისეთი იყო, როგორიც გაჩენის პირველ დღეს. ბულვარს რომ ჩაივლით კათოლიკების ეკლესიის დაჟანგულ სახურავს დაინახავთ პირამიდალურ კვიპაროსთა შორის, ცოტა მარჯვნივ რაბინმა რომ ტროტუარზე ჩაიარა, სინაგოგა მოსჩანს, აქეთ კი გამჩენის დიდებული საჩუქარი წარმოგვიდგება მეათე საუკუნეა დგას კუთხეებ დაბლაგვული, პერანგგახეული მონასტერი, სამკედლოვანი და თაღიანი. აქეთ შეიძლება თამარ მეფის საფლავიც იყოს.. ა? იმისდროინდელი მუხნარი ისევ შრიალებს. საცაა გათენდება. ეგერ ე თითქოს მუჭიდან დაყრილ გორაზე მყუდრო სასაფლაოა რომელზედაც ბარე ორად დამსწრე მაყურებელს ყავს მიბარებული თავისი მიცვალებული. რამდენი ადამიანი წავიდა მოუსვლელში, რამდენი ოცნება დარჩა იქ, იმ გორაზე, მწუხარება სიყვარული, გაცრუებული იმედი. ეგერ ე ეიმ მთის ძირას პატარა მდინარე დაბნეული რო გამოვარდება ხოლმე ცხოვრობენ ჩვენი პოლონელები იაბლონსკები, მიცკევიჩები, ბელეცკები დიდებული, მშვენიერი გვარები. მას შემდეგ რაც მათმა დაქვეითებულმა შთამომავლობამ ღილების წარმოებას მიჰყო ხელი ჩვენში ღილს ფოლაქი ეწოდა. აქეთ კი ქარში გადაგდებული რკინიგზის სადგურია.” – წერდა რეზო გაბრიაძე ქუთაისის შესახებ.

გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

დღეს თავისუფალი პრესის დღეა

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
მთავარი

3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საბერძნეთში ჰაერში სროლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე მოხდა. როგორც ბერძნული მედია წერს, დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.   ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.   დაკავებულის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 3 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 მაისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.   ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:   გაგრა +16 - წვიმა   სოხუმი +16 - წვიმა   ზუგდიდი +17 - წვიმა...

დაწვრილებითDetails

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ იჩქარო გადაწყვეტილებებში. სამსახურში შეიძლება ახალი იდეა გაგიჩნდეს — ჩაინიშნე, მოგვიანებით ძალიან გამოგადგება.   კურო ფინანსურ თემებზე ფოკუსი იზრდება. კარგი დღეა ბიუჯეტის გადახედვისთვის ან...

დაწვრილებითDetails

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....

დაწვრილებითDetails

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"