LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

უნდა აღდგეს თუ არა საპოლიციო გამოსახლების წესი? – რას ამბობს დავით სონღულაშვილი

დაპოსტა 2022/10/04-ში
A A
113
ნახვა
გაზიარება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილისთვის საკუთრების უფლების დაცვა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არ აქვს მკაფიო პოზიცია კითხვაზე – უნდა აღდგეს თუ არა საპოლიციო გამოსახლების წესი, საკითზე მან bm.ge-სთან ისაუბრა

2015 წლის ბოლოს „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ გაუქმებული საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის აღდგენის შესახებ კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, საქართველოში გაზრდილი მიგრანტების ფონზე უძრავი ქონების ექსპერტებმა და იურისტებმა დაიწყეს საუბარი გარკვეულ რისკებზე და გახშირდა მაგალითები, როდესაც პირები ქირაობენ ბინას ან კომერციულ ფართს, შემდეგ არ იხდიან ქირის ფულს, მაგრამ არც უძრავ ქონებას ტოვებენ; კანონიერ მესაკუთრეს კი არ აქვს ბერკეტი, რომ კუთვნილი ქონება ოპერატიულად დაიბრუნოს.

საქმე ის არის, რომ 2015 წლის 29 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტის გადაწყვეტილებით, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი გაუქმდა. ამ ცვლილებით უკანონოდ მითვისებული ქონების კანონიერ მესაკუთრესთან გადასვლის წესები მნიშვნელოვნად გართულდა, რადგან თუ 2015 წლამდე უძრავ ქონებაში უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირის გამოყვანა პოლიციის ძალით იყო შესაძლებელი; 2016 წლიდან კი, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოყვანა/გამოსახლება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების პოლიციის მიერაა შესაძლებელი.

BMG-მ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰკითხა – დღეს არსებული ფაქტორების გათვალისწინებით, თუნდაც დროებით, უნდა აღდგეს თუ არა საპოლიციო გამოსახლების წესი.

“საკუთრების უფლება უნდა იყოს დაცული და ეს უალტერნატივო საკითხია. აქედან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებით თუ რამე გამოწვევა შეიძლება დადგეს და ამან მიიღოს უფრო ვრცელი ხასიათი, რა თქმა უნდა, კომიტეტის ფარგლებში აუცილებლად დავიწყებთ ამ თემაზე მსჯელობას, თუმცა დღეს, შეიძლება, ცოტა ხანი დაკვირვების პროცესი იყოს… კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საკუთრების უფლება უნდა იყოს დაცული და ხელშეუხებელი. ეს არის ნომერ პირველი მნიშვნელობის, რათა უფრო მეტად განვითარდეს და გაიზარდოს ეკონომიკა, რადგან საკუთრების უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებაა. ამდენად თუ ამას შეიძლება რამე საფრთხე შეექმნას, შეიძლება ამ საკითხზეც ვიმსჯელოთ. კომიტეტის ფარგლებში, მაქსიმალურად მზად ვართ, გახსნილი ვართ, რომ მოვისმინოთ გამოწვევები, რომლებიც ბიზნესს უდგას და შესაბამისი გადაწყვეტილებებით და პასუხებით დავუბრუნდეთ უკან“, – თქვა bm.ge-სთან დავით სონღულაშვილმა.

გაზიარება45

დაკავშირებული -პოსტები

“მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას” – ანდრია ჯაღმაიძე

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემოთავაზება, თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას – ანდრია ჯაღმაიძე
მთავარი

მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით, რაც სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას. მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს, - ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია თბილისში მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
ცნობილია თბილისში მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა
მთავარი

ცნობილია თბილისში მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა - გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თბი­ლის­ში, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, გერ­მა­ნუ­ლი ჰოს­პიტ­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ერთ-ერთი კორ­პუ­სის ლიფტ­თან მკვლე­ლო­ბა მოხ­და. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლია 60 წლამ­დე ცოლ-ქმა­რი. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით...

დაწვრილებითDetails

“ვეთანხმები მეუფე იობს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ხმა ღვთისა და ხმა ერისა ” – ლევან ხაბეიშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა! , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. ლევან ხაბეიშვილის...

დაწვრილებითDetails

გარდაცვლილი სტიქაროსნის საქმეზე დაკავებული ყოფილი სამართალდამცავების ადვოკატი განცხადებას აკეთებს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთ ბრალი ედებათ ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, დაკავებულებისთვის მუხლის გადაკვალიფიცირება არ იგეგმება , - ამის შესახებ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის...

დაწვრილებითDetails

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას ეხმაურება

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას ეხმაურება
მთავარი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას ეხმაურება და ძველი აღთქმიდან ისრაელის სოლომონ მეფის იგავს ციტირებს. გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს: “ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა...

დაწვრილებითDetails

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი” – მეუფე ილარიონი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი” – მეუფე ილარიონი
მთავარი

ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ერის სადარაჯოზე. არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა. გრიგოლ ხანძთელისა და ამბროსი ხელაიას მემკვიდრეობის ერთგულება გვავალდებულებს დღესაც, ხმამაღლა და შეულამაზებლად ვთქვათ...

დაწვრილებითDetails

„მაინც არ ასცდებათ გისოსები!“- ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ნია იმნაძის სასამართლო პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრალდებულის მშობლების ჩვენება უდავოდ ცნეს. "დღეს, ნია იმნაძის სასამართლო პროცესზე უნდა დაკითხულიყო ე.წ. "სექსუალური ძალადობის...

დაწვრილებითDetails

“თქვენ გოგლიმოგლს ჭამდით როცა მეუფე პირადად ამხელდა ნაცებს”- მამა შიო უბილავა

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“თქვენ გოგლიმოგლს ჭამდით როცა მეუფე პირადად ამხელდა ნაცებს”- მამა შიო უბილავა
მთავარი

"თქვენ გოგლი-მოგლს ჭამდით, როცა მეუფე პირადად ამხელდა ნაცებს"- ასე პაუხობს მამა შიო უბილავა მეუფე იობის კრიტიკოსებს "ბიძინას მონები რომ იყავით, ეგ ხომ აქამდე ყველამ იცოდა, მაგრამ ლოგიკისგან და რეალობისგან  შორს რომ...

დაწვრილებითDetails

ცნობილი ხდება, ხაშური-ოსიაურის გზაზე დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ვინაობა

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ცნობილი ხდება, ხაშური-ოსიაურის გზაზე დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ვინაობა
მთავარი

ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ვინაობა ხდება ცნობილი. ის დათი გელაშვილია. „უდიდესი ტრაგედია მთელი ბორჯომისთვის... უფალს ებარებოდე, დათი...“ - წერს დაღუპულის მეგობარი. ცნობისთვის, ხაშური-ოსიაურის გზაზე 2 ადამიანი დაიღუპა,...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს – ის ადგილზე გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, ის ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,  შემთხვევის ადგილზე მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"