LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი

“ვეთანხმები მეუფე იობს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ხმა ღვთისა და ხმა ერისა ” – ლევან ხაბეიშვილი

დაპოსტა 2026/11/11-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა! , – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქართველ ერს „ამცირებს და აპატარავებს“.

„ივანიშვილი გვამცირებს, გვაპატარავებს! პირდაპირი მნიშვნელობით გვაცოტავებს. მუდმივად გვიმეორებენ, რომ პატარა ქვეყანა და მცირე ერი ვართ… არავინ არ ვართ, რუკაზე არ ვჩანვართ, ცოტანი ვართ და ასე შემდეგ!

რეალურად, უდიდესი ერი ვართ და ჩვენი დონის, დროის, ისტორიით თითზე ჩამოსათვლელი თუ დაიკვეხნის. არც ცოტანი ვართ! არანაირი 3 მილიონი და მცირე არ ვართ!

3 მილიონი და 2 მილიონი დაგვტოვეს საქართველოში და დანარჩენი გააქციეს, „გადაასახლეს“ საქართველოდან!

ქართველები მინიმუმ 7-8 მილიონი ვართ, თუ არა 10 მილიონი – მიმოფანტული, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში!

არც ასეთი მცირე ვართ, რომ ასე ვიკნინებდეთ თავს და გვაგუებდნენ „პატარაობას“, არაფრობას.

ჩვენი 1/3 არ არის ისრაელი და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ერია, ქვეყანაა! თავაწეული, ღირსეული და არასდროს „იპატარავებენ“ თავს. ტერიტორიას, რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ 3-ჯერ მეტნი ვართ ქართველები, ვიდრე მუდმივად ჩაგვჩიჩინებენ. ამასაც იმიტომ აკეთებენ, რომ ამბიცია არ გვქონდეს. რომ სოფელი ვართ, არავინ ვართ, უძლურები და „ჩმორები“ ვართ! ამას „გვასწავლის“ ბიძინა… ისეთი ჩმორები, რომ მუხლის კანკალით, ფორთხვით უნდა ვეახლოთ ჩვენი დედების, ძმების გამჟლეტ, დამხვრეტ რუსეთს და ყველა მეგობარს შევუბღვიროთ, გავლანძღოთ – ვინც მოგვიწოდებს ვიყოთ სახელმწიფო და არა რუსეთის გუბერნია!

ნამუსი ახადა სახელმწიფოს, დაგვცინა, მასხრად აგვიგდო! ყაველაშვილს პრეზიდენტი დაარქვა, ზარქუას პარლამენტარი, წულუკიანს მინისტრი, ნანა კაკაბაძეს პატრიოტი, ანწუხელიძეს პიარს შეწირული, კობახიძეს პრემიერი და ა.შ.

მიზანმიმართულად მკვლელი ნარკოტიკი დაყარა ყველა სადარბაზოში და ახალგაზრდების გაუბედურება, გენოფონდის განადგურება განიზრახა.

გარყვნა, თაღლითებად ზრდის ქოლცენტრებში ნარჩევ თაობას.

არაკაცობა, ჩაშვება, ერთმანეთის დაწიოკება, ანტიქრისტიანული ქმედებები ყოველდღიურ ნორმად აქცია.

არ შევეგუოთ! არ დავნებდეთ! დიდი ერი ვართ! ძალიან ბევრნი ვართ!

ღირსეული, მებრძოლი, უტეხი სულის პატრონი ერი ვართ! დავითის, ილიას, თამარის, ამბროსის, მერაბის ერი, მშობელი სახელმწიფო ვართ!

ნუ დავიმცირებთ თავს და ეშმაკისეულ, თანამედროვეობის ავაზაკად ქცეულ, მზაკვარ, გულმხეც ივანიშვილს ნუ წავაშლევინებთ ჩვენი სამშობლოს კვალს. გამოფხიზლდით! კლავიატურა და პულტები დაწვით! ფეხზე ადექით!”, – ნათქვამია წერილში.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

გარდაცვლილი სტიქაროსნის საქმეზე დაკავებული ყოფილი სამართალდამცავების ადვოკატი განცხადებას აკეთებს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთ ბრალი ედებათ ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, დაკავებულებისთვის მუხლის გადაკვალიფიცირება არ იგეგმება , - ამის შესახებ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის...

დაწვრილებითDetails

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას ეხმაურება

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას ეხმაურება
მთავარი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას ეხმაურება და ძველი აღთქმიდან ისრაელის სოლომონ მეფის იგავს ციტირებს. გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს: “ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა...

დაწვრილებითDetails

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი” – მეუფე ილარიონი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი” – მეუფე ილარიონი
მთავარი

ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ერის სადარაჯოზე. არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა. გრიგოლ ხანძთელისა და ამბროსი ხელაიას მემკვიდრეობის ერთგულება გვავალდებულებს დღესაც, ხმამაღლა და შეულამაზებლად ვთქვათ...

დაწვრილებითDetails

„მაინც არ ასცდებათ გისოსები!“- ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ნია იმნაძის სასამართლო პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრალდებულის მშობლების ჩვენება უდავოდ ცნეს. "დღეს, ნია იმნაძის სასამართლო პროცესზე უნდა დაკითხულიყო ე.წ. "სექსუალური ძალადობის...

დაწვრილებითDetails

2027 წლისათვის პარლამენტის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით იზრდება

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს
მთავარი

2027 წლისათვის პარლამენტის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით იზრდება - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტი, რომლის მოცულობა მომავალი წლისთვის 95 მილიონ 445 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, 98 მილიონ 445 ათასი ლარი იქნება....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 12 ნოემბრისთვის

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5936 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“თქვენ გოგლიმოგლს ჭამდით როცა მეუფე პირადად ამხელდა ნაცებს”- მამა შიო უბილავა

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“თქვენ გოგლიმოგლს ჭამდით როცა მეუფე პირადად ამხელდა ნაცებს”- მამა შიო უბილავა
მთავარი

"თქვენ გოგლი-მოგლს ჭამდით, როცა მეუფე პირადად ამხელდა ნაცებს"- ასე პაუხობს მამა შიო უბილავა მეუფე იობის კრიტიკოსებს "ბიძინას მონები რომ იყავით, ეგ ხომ აქამდე ყველამ იცოდა, მაგრამ ლოგიკისგან და რეალობისგან  შორს რომ...

დაწვრილებითDetails

ცნობილი ხდება, ხაშური-ოსიაურის გზაზე დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ვინაობა

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ცნობილი ხდება, ხაშური-ოსიაურის გზაზე დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ვინაობა
მთავარი

ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ვინაობა ხდება ცნობილი. ის დათი გელაშვილია. „უდიდესი ტრაგედია მთელი ბორჯომისთვის... უფალს ებარებოდე, დათი...“ - წერს დაღუპულის მეგობარი. ცნობისთვის, ხაშური-ოსიაურის გზაზე 2 ადამიანი დაიღუპა,...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს – ის ადგილზე გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, ის ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,  შემთხვევის ადგილზე მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაწვრილებითDetails

“ვხედავ თუ არა ცვლილებების საჭიროებას? რა თქმა უნდა” -მეუფე ნიკოლოზი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“ვხედავ თუ არა ცვლილებების საჭიროებას? რა თქმა უნდა” -მეუფე ნიკოლოზი
მთავარი

მეუფე იობის შემდეგ ქვეყანაში ცვლილებების საჭიროებაზე კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი მეუფე ნიკოლოზის საუბრობს, თუმცა შიშობს, რომ ცვლილებებმა შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო გააუარესოს. სასულიერო პირი, არსებული მდგომარეობის შეფასებისას, სიმშვიდისა და საღი აზრის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"