LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“უნდა აიკრძალოს ყველა სახის არომატი” – თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით ახალი ცვლილებები იგეგმება

“უნდა აიკრძალოს ყველა სახის არომატი” – თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით ახალი ცვლილებები იგეგმება

დაპოსტა 2026/01/21-ში
A A
252
ნახვა
გაზიარება

2025 წლის, თამბაქოს მოხმარების გლობალური ზრდასრულთა კვლევის (GATS) თანახმად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია: ბოლო ათწლეულში თამბაქოს მოხმარება 33%-დან 24%-მდე შემცირდა. თუმცა 9% -ანი კლების მიუხედავად, საგრძნობლად აღემატება ევროპული საშუალო დონის მაჩვენებელს. განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა ბოლო სამი წლის განმავლობაში ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდაც,- ამის შესახებ ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ალიანსი განმარტავს, აღნიშნული სურათი დამაფიქრებელია, რადგან საქართველოს სტრატეგიული მიზანია თამბაქოს კონტროლიდან დასრულების პოლიტიკაზე გადავიდეს და 2040 წლისთვის გახდეს „თამბაქოსგან თავისუფალი ქვეყანა“, რაც გულისხმობს მოსახლეობაში თამბაქოსა და ნიკოტინის ყველა ალტერნატივის მოხმარების 5%-ზე ქვემოთ დაყვანას.

ამასთან, მათივე განცხადებით, ეს ნაბიჯი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ კატასტროფული ფინანსური და დემოგრაფიული ტვირთის შესამცირებლად, რომელიც ნაადრევ სიკვდილიანობას უკავშირდება (თამბაქოსგან მიყენებული ზიანი 10 -ჯერ აღემატება ინდუსტრიის მიერ ბიუჯეტში შეტანილ გადასახადებს).

„მიზნის მისაღწევად აუცილებელია:

ყველა სახის თამბაქოს ნაწარმი და ნედლეული (თუთუნის) თანაბრად  დაიბეგროს, რათა თავიდან ავიცილოთ მომხმარებელთა იაფფასიან ალტერნატივებზე გადასვლა.

საქართველო უნდა შეუერთდეს თამბაქოს უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის ოქმს, კონტრაბანდის მინიმუმამდე დასაყვანად.

სადა შეფუთვის, რეკლამის აკრძალვის რეგულაციები უნდა გავრცელდეს უნიკოტინო ელექტრონულ სიგარეტებსა და მცენარეულ მოსაწევ საშუალებებზეც.

უნდა აიკრძალოს ყველა სახის არომატი (გარდა თამბაქოსი), რაც ბავშვებში და მოზარდებში პროდუქტს მიმზიდველობას უკარგავს.

თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21 წლამდე.

2015 წლის შემდგომ დაბადებულ პირებს მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა აეკრძალოთ თამბაქოს ნაწარმის შეძენა.

სკოლებთან და ბაღებთან (50-მეტრიან რადიუსში) რეალიზაციაზე ჯარიმები უნდა გაორმაგდეს და აღდგეს სპეციალური სანებართვო სისტემა.

დახურულ სივრცეებში მოწევის წესების დარღვევაზე ჯარიმები უნდა გაიზარდოს: 1000 ლარი (პირველად), 3000 ლარი (განმეორებით) და 5000 ლარი (შემდგომ).

მოწევა სრულად უნდა აიკრძალოს კაზინოებსა და თეატრების სცენებზე. მეტროპოლიტენში ჯარიმა უნდა გაიზარდოს 100 ლარამდე.

მთავრობამ უნდა დაამტკიცოს ნორმატიული აქტი თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობის გამჭვირვალობის შესახებ.

უნდა გაიზარდოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ლაბორატორიული სიმძლავრეები და აღდგეს თამბაქოს კონტროლის პროგრამების დაფინანსება (რომელიც 2025 წელს 600 000-დან 400 000 ლარამდე შემცირდა).

საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ინდუსტრიას უნდა დაეკისროს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია.

2025 წლის კვლევის თანახმად, ამ ცვლილებებს მოსახლეობის 75% უჭერს მხარს. ეს არის პირდაპირი საზოგადოებრივი დაკვეთა. ხელისუფლების რეალური ნება, დაიცვას მომავალი თაობების სიცოცხლე, სწორედ ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში უნდა გამოიხატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება დასტური იმისა, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე მოქალაქეთა ჯანმრთელობა“,- ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება101

დაკავშირებული -პოსტები

გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს
მთავარი

ყულიშკარში გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს. მათი ცხედრები იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ექსპერტიზის შემდეგ პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს. ნაირა, დალი და ლორიტა როგავები საკუთარ სახლში გარდაცვლილები მეზობლებმა იპოვეს. ერთ-ერთ ვერსიად საკვებით...

დაწვრილებითDetails

ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი, რომელსაც ოჯახი ეძებდა - რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს 22 წლის ლე­ვან ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ოჯა­ხი ეძებ­და. ოჯახ­მა გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,...

დაწვრილებითDetails

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.   საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახს უყვებოდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში, 3 და გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ბათუმში ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრცელებს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.   პოლიცია ბათუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 11 წლის გოგოს 67 წლის ნათესავი სექსუალურად ავიწროებდა – რას ყვება დედა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის 12 წელს მიუღწეველ შვილს სექსუალურად ავიწროებდა - ფაქტი "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. როგორც გამოცემა დედაზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
მთავარი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და პროდუქტიული იქნება. საუკეთესო დროა წამოწყებებისთვის, რომლებიც გამბედაობას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.   კურო - შესაძლოა ოჯახურ საქმეებსა და ყოველდღიურ ვალდებულებებზე...

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

23 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია: თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"