“უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად” – ასე აფასებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრემიერსმინისტრის დღევანდელ განცხადებას, სადაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ ძალადობრივი რეჟიმი წყვეტდა უმრავლესობის ბედს.
ლომჯარიას თქმით, პრემიერმა დაადასტურა, რომ ის რაც 5 ივლისს მოხდა მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
“პრემიერმა უკვე ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით, მან პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული და ხელი არ შეეშალათ მოძალადეთა თარეშისთვის და თავდასხმებისთვის, დაადასტურა მან, რომ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, პოლიცია არ ყოფილიყო სათანადოდ წარმოდგენილი და წინააღმდეგობა არ გაეწია ამ ადამიანებისთვის. ასევე გვითხრა, რომ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ სამომავლოდაც რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს ისე იქნება, შესაბამისად, უმცირესობის უფლებები არ იქნება დაცული”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.










