უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში 15 მარტიდან განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე 24 თებერვალს, შეზღუდვების შემსუბუქტების მორიგი ეტაპის დაანონსების დროს განაცხადა.
ამასთან, 15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები.
„უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული-ლაბორატორიის საქმიანობის აღდგენას და გამოცდებს არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ელი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას 15 მარტიდან“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.