უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ასევე უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე. მისი ცნობით, მებრძოლები გუშინ, 5 თებერვალს, ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ.
“სამწუხაროდ, ორი ქართველი, ორი მაგარი მეომარი დავკარგეთ გუშინ – დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია.
ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს”, – წერს ვანო ნადირაძე ფეისბუკზე.










