უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა – მას სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენებენ. მებრძოლის დაღუპვის შესახებ ოჯახმა 23 აგვისტოს გაიგო, მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობია. ვიქტორ კიპრიტიდი 49 წლის სოხუმიდან დევნილი იყო. ის უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა. მებრძოლს ხვალ თბილისში მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ და სამშაბათს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ვიქტორ კიპრიტიდი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაღუპული 71-ე ქართველია.
იმერეთში ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშორში მყოფი 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს...










