უკრაინას დონბასისთვის გადამწყვეტი ბრძოლის ძალიან რთული თვე ელის – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.
„მიუხედავად ჩვენი ყველა მიღწევისა პირველ სამ თვეში, ახლა ალბათ ამ ომის ერთ-ერთი ურთულესი ფაზა გველის… რა თქმა უნდა, აქტიური ფაზა დიდხანს ვერ გაგრძელდება, თუმცა ის მაინც იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში”, – განაცხადა მან.
დენისენკომ ასევე აღნიშნა, რომ ომი გაჭიანურებულ ფაზაში გადადის და რუსი ოკუპანტები „უფრო ჭკვიანურად იბრძოლებენ, ვიდრე ეს თავიდანვე გააკეთეს“.
დენისენკოს თქმით, ამ მომენტში დამპყრობლები მთლიან ძალისხმევას უთმობენ ლუგანსკის რაიონში უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევას.