უეფას ვებგვერდზე ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ლამაზი გოლის ავტორად დასახელდა. “მანჩესტერ სიტისთან მატჩში” (2:0) მესი საჯარიმოში გადავიდა, კილიან მბაპესთან კომბინაცია გაითამაშა, შემდეგ კი საჯარიმოს გარედან დაარტყა.
ეს იყო მესის პირველი გოლი “პსჟ”-ში. მეორე ადგილი ტიაგო ალკანტარას “პორტოსთან” გატანილმა გოლმა დაიკავა, სამეული კიევის “დინამოსთვის” მაკრატელით რობერტ ლევანდოვსკის გოლით დაიხურა.










