უბრალო გაჭირვებულ ადამიანებს უფრო ნაკლები თანხები ჭირდებათ თურმე კვებისათვის, ვიდრე ქუთაისის მერს – ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრმა გიგა შუშანიამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა.
მისი თქმით ბიუჯეტი მორგებულია არა ხალხზე, არამედ პარტიულ ინტერესებზეა მორგებული და კრიტიკას ვერ უძლებს.
,,ეს არის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც არის კატასტროფული – ამის შესახებ წინა წლებთან შედარებით გაცილებით აურესი. ეს ბიუჯეტი უარყოფითი, უპრეცენდენტო შენიშვნებით დაუბრუნდება ქუთაისის მერს. მინდა მოსახლეობას ვუთხრა რომ თითქმის 5 მილიონით არის გაზრდილი ხელფასები ამ ადამიანების, მილიონ 200 ათასით არის გაზრდილი მხოლოდ ამ პატარა შენობაში მჯდომი ადამიანების შენახვა არის გაზრდილი, ლამის 10 მილიონს მიუხლოვდება.
რესტორნების ხარჯები, ფასები გაზრდილი რესტორნებში და 200 ათას ლარამდე გაზარდეს, მაგრამ ამის პარალელურად უფასო კვებაში 40 ათასი ლარით არის შემცირებული საქონელი და მომსახურება და უბრალო გაჭირვებულ ადამიანებს უფრო ნაკლები თანხები ჭირდებათ კვებისათვის, ვიდრე ქუთაისის მერს.” – განაცხადა გიგა შუშანიამ.











