აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის ” უახლესი ქართული თეატრის ტენდენციები” პრეზენტაცია და მიხეილ დარსაველიძის ფოტოგამოფენა ” პარიზული” ქუთაისი გაიმართა.ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო. პრეზენტაციაზე განხილული იყო დღევანდელი ქართული თეატრის ისტორია და გამოწვევები. კითხვა-პასუხის რეჟიმში, ავტორთან, ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად ისაუბრეს წიგნში ასახული თეატრის თემატიკის ირგვლივ.
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...









