დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანამ არაერთი ზომა გაატარა იმისთვის, რომ ზამთრის სეზონს მომზადებული შეხვდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ვიღებთ საჭირო ზომებს, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ზამთრისთვის და უარესისთვის მზად ვართ,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა.
მისივე თქმით, დიდმა ბრიტანეთმა ხელოვნური სასუნთქი აპარატების რაოდენობა 30 000-მდე გაზარდა და ქვეყნის ისტორიაში ყელაზე დიდი ვაქცინაციის პროგრამას ამზადებს.
პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისის დაფინანსება 3 მილიარდი გირვანქა სტერლინგით იზრდება.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 292 552 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 45 119 ადამიანი.