ტყუპებმა წლების შემდეგ გაიგეს რომ და-ძმა არიან.
როგორც ცნობილია სამშობიაროში ვაჟი გააშვილეს და დედას უთხრეს რომ ის გარდაიცვალა.
წლების შემდეგ კი ტყუპებმა, ლელა შაიშმელაშვილმა და კობა ლაგურაშვილმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით აღმოაჩინეს და გაიგეს, რომ ისინი და ძმანი არიან.
,,ერთ ქალაქში რუსთავში ვცხოვრობდით, ერთ სკოლაში დავდიოდით. ჩემს თავზე თუ ასეთი სიხარული იქნებოდა არ მეგონა. სამწუხაროა, რომ მშობლები ვერ მოესწრნენ. როცა დავიბადეთ დედას არ აჩვენეს, უთხრეს, რომ მოკვდა. 16 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს, კარგი მეგობრები ვიყავით. 34 წლის შემდეგ უფალმა ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს“,– ამბობს ლელა შაიშმელაშვილი.









