წყალმომარაგების კომპანია ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას განაგრძობს, რომელიც წლის ბოლოდან 10 ათასამდე მაცხოვრებელს მოემსახურება. სამუშაოების მიმდინარეობას და ხარისხს კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ქალაქ ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე გამოიყო.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
მთვრობა, ქვეყნის მასშტაბით, არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების (ნაგავსაყრელების) მშენებლობა/ მოწყობას გეგმავს. შესაბანისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს რეგიონული დაგეგმვის...







