წყალმომარაგების კომპანია ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას განაგრძობს, რომელიც წლის ბოლოდან 10 ათასამდე მაცხოვრებელს მოემსახურება. სამუშაოების მიმდინარეობას და ხარისხს კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ქალაქ ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე გამოიყო.
ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ძებნაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ბიჭიკო პაიკიძის საქმის პროკურორმა,...









