LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ტროტუარზე დგომისთვის 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომისთვის 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

დაპოსტა 2026/01/23-ში
A A
30
ნახვა
გაზიარება

ტროტუარზე დგომისთვის ლუკა ნაგლიაშვილს, მიხეილ ზაქარეიშვილს, სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას 4 და 5 დღით პატიმრობა შეეფარდათ. 

აქციის მონაწილე ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ, ტროტუარზე დგომას და მოქალაქეებისთვის გზის შეფერხებას ედავებოდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ზვიად ცეკვავამ მიიღო.

როგორც მან პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პატიმრობის შემთხვევაშიც, აქციაზე ყოფნას მაინც გააგრძელებდა.

„ველოდები, რომ მომისჯიან. ალბათ, მინიმუმ 4 დღეს, როგორც სხვა თანამოქალაქეებს. არ მაქვს არანაირი შიში. თანადგომა სხვა პატიმრებს, ვინც დღეს უკვე დააკავეს. რა თქმა უნდა, ეს არ შემიშლის ხელს. 4-დღიანი ან 15-დღიანი პატიმრობა რომ მომისაჯონ, მაინც გამოვალ და მაინც დავდგები ტროტუარზე. თუ ეს დანაშაულია, მე მაინც ისევ იმ ადგილას ვიდგები. დრაკონული კანონია ესეც იმისთვის, რომ ხალხი დააშინონ და განსხვავებული აზრი ჩაახშონ“, – განაცხადა ლუკა ნაგლიაშვილმა.

 

მოქალაქეებს სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას ტროტუარზე დგომის ფაქტზე 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.

სანდრო მეგრელიშვილის უფლებადამცველის ირაკლი აბესაძის განმარტებით, გადაწყვეტილება „პაპუაშვილის პარლამენტის სულელური კანონიდან გამომდინარეობს, როცა ცდილობენ ადამიანებს ძალმომრეობით გაუსწორდნენ“.

აბესაძის თქმით, საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდება.

როგორც აბესაძე აცხადებს, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ადამიანი ტროტუარზე მშვიდად იდგა.

„კობახიძე-პაპუაშვილის სულელურ კანონს აბსოლუტურად კომიკური განმარტება მოაყოლა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მოსამართლე მაკარიძემ – ანუ თუ თქვენ ტროტუარზე დგახართ, სვამთ ლუდს, მიირთმევთ მზესუმზირას და ჭორაობთ მეზობლის ცხოვრებაზე ან საუბრობთ ივანიშვილის ზებრებზე ან თუნდაც ფეხბურთზე – თქვენ კანონს არ არღვევთ. მაგრამ თუ თქვენ ტროტუარზე დგახართ, გიჭირავთ საქართველოს დროშა და მსჯელობთ ქვეყნის უკეთეს მომავალზე, საქართველოს განვითარების გზებზე – თქვენ უხეში კანონდამრღვევი ხართ და საპატიმროშია თქვენი ადგილი 15 დღემდე ვადით. თუ გაბედეთ და კიდე ერთხელ იმსჯელეთ სამშობლოს ბედზე ტროტუარზე, მაშინ ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და თქვენ 1 წლამდე პატიმრობა გემუქრებათ.

სანდრო მეგრელიშვილი ამისთვის მზად იყო – აი, ამ რეჟიმის მონა მსახურები რას აპირებენ მომავალში, ეს აღარ ვიცი“, – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

 

მოსამართლე დავით მაკარიძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო დიმიტრი ჯამბურიას 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯამბურია სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა.

„სამსახური აქვს და ვერ ცხადდება დღეს, წინა შემთხვევაშიც გათავისუფლება მოუწია“, – თქვა მისმა ადვოკატმა ანა გეწაძემ სხდომაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დიმიტრი ჯამბურიას პარლამენტთან მიმდინარე პროდასავლურ აქციაზე ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ამ დროისთვის არსებული პროექტის მიხედვით, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანხმდება
მთავარი

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. აღნიშნული გადაწყვეტილება „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში გამოქვეყნდა. „...

დაწვრილებითDetails

13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა
მთავარი

თბილისში, 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დაკარგულია. სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო - მთლიანად...

დაწვრილებითDetails

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღეს, თქვენი არგუმენტირებული და დასაბუთებული შეხედულებები კარგ შეფასებასა და მოწონებას დაიმსახურებს. შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო პროექტი ჩაგაბარონ.   კურო   ყურადღებით იყავით სიტყვებთან, შესაძლოა, უადგილო ფრაზამ კონფლიქტამდე მიგიყვანოთ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისისა და ბაღდათის სკოლების პედაგოგი ნანა მარღანია მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული გახდა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
ქუთაისისა და ბაღდათის სკოლების პედაგოგი ნანა მარღანია მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული გახდა
მთავარი

ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე და სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლები სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნანა მარღანია მსოფლიო კონკურსის ETF New Learning Award 2026 გამარჯვებული გახდა. ETF New Learning...

დაწვრილებითDetails

სოციალური პლატფორმები Facebook, Messenger, Instagram გაითიშა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook-ზე და როგორ დავიცვათ ანგარიში
მთავარი

კომპანია Meta-ში შემავალი სოციალური პლატფორმები Facebook, Messenger, Instagram გაითიშა. მომხმარებელს აღნიშნული პლატფორმების საიტებზე წვდომა შეზღუდული აქვს. მომხდარის ოფიციალური მიზეზი უცნობია. კომპანია Meta-ს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. აღსანიშნავია, რომ Meta-ში შემავალი...

დაწვრილებითDetails

მომსახურების სააგენტო ახალ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
შსს-ს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მომსახურების სააგენტო ახალ ინფორმაციას ავრცელებს: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 15 ივნისიდან ოზურგეთსა და ახალციხეში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდება. ოზურგეთში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6577 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6586 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე”- ევროკომისიის პრესსპიკერი

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
“საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე”- ევროკომისიის პრესსპიკერი
მთავარი

ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის გამართული გუშინდელი შეხვედრა ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა „ევროსკოპის“...

დაწვრილებითDetails

“ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის თანამშრომლობა, ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ხალხს თავი?!” -ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

მთლიანობაში ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა. ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი?! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას არ...

დაწვრილებითDetails

“ყოველთვის, მქონდა და მექნება აქციისთვის სასარგებლო ყველა არაძალადობრივი ნივთი”- ელენე ხოშტარია

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

თქვენი მოგონილი სასჯელები არ და ვერ გამაჩერებს! - ბოლომდე!, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია საპატიმროდან გავრცელებულ მიმართვაში წერს. ხოშტარია წერს, რომ ის 2022 წლიდან მუშაობს „მოღალატე რუსების დასანქცირებაზე“ და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"