“ვაკეთებთ იმას რაც ბერას უნდა ი. ღარიბაშვილი”, “ტრი, ტრი” კამანდა.15 წლის ბავშვების შევაშინოთ დონ!”, “დაიდოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტო!”, სოსიკონა მძღოლები ერთად დავსაჯოთ?”, “მართლა კი არა ბერა. ვითომ ვითომ. შენ რა იფიქრე ტო?!” – ამ ბანერებით ქუთაისში მერიის წინ აქცია იმართება.
ქალაქის ადმინისტრაციული შენობის წინ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან და გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნებია დაუყოვნებლივ გადადგეს მთავრობა, განთავისუფლდეს პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები!















