ქართველი ბიზნესმენი, თემურ უგულავა გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს, სიმსივნეს ებრძოდა და ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობდა.
56 წლის თემურ უგულავას სახელს უკავშირდება ქვეყანაში მასპინძლობისა და აგრომეწარმეობის სფეროს განვითარება. მის მფლობელობაში არსებულმა “აჭარა ჯგუფმა“ შექმნა პროექტები, რომლებმაც თბილისისა და მთელი ქვეყნის კულტურა, ცხოვრების სტილი და სტანდარტები სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. ის იყო ადამიანი, რომლის კვალიც დიდხანს დარჩება მის მიერ შექმნილ საქმეში.
ტელეკომპანია “მეგა tv” უსამძრიმრებს ოჯახსა და ახლობლებს ამ დიდ დანაკლისს.









