ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეზე დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ტრამპის ორგანიზაცია საკუთარი უძრავი ქონების ფასს ხელოვნურად ზრდიდა და ამ გზით შეღავათიანი საბანკო კრედიტებით სარგებლობდა.










