LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ტრამპის საგარეო პოლიტიკური გზავნილები და პირველი ბრძანებულებები

ტრამპის საგარეო პოლიტიკური გზავნილები და პირველი ბრძანებულებები

დაპოსტა 2025/01/21-ში
A A
368
ნახვა
გაზიარება

20 იან­ვარს, ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ თეთრ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის 47-ე პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა ხელი მო­ა­წე­რა რამ­დე­ნი­მე ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას, მათ შო­რის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მათ შო­რის თა­ვი­სი ხელ­მო­წე­რით გა­ა­უქ­მა წი­ნა­მორ­ბე­დი პრე­ზი­დენ­ტის, დე­მოკ­რა­ტი ჯო ბა­ი­დე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. დო­ნალდ ტრამპმა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის გას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ველ ვა­და­ში, 2020 წელს მი­ი­ღო. ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 2021 წელს გა­ა­უქ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა.

თეთრ სახ­ლში 20 იან­ვარს დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ტრამპმა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან აშშ-ის გას­ვლა ახ­სნა COVID-19-ის პან­დე­მი­ის დროს WHO-ს არას­წო­რი ქმე­დე­ბე­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უუ­ნა­რო­ბით ჩა­ა­ტა­როს სა­ჭი­რო რე­ფორ­მე­ბი და სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით აშშ-ის უსა­მარ­თლოდ მა­ღა­ლი სა­წევ­რო გა­და­სა­ხა­დით. რო­გორც დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, WHO აშშ-ს ვე­ღარ გა­ძარ­ცვავს.

2020 წელს ტრამ­პი ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ბრალს სდებ­და ჩი­ნე­თის ძა­ლის­ხმე­ვის ხელ­შე­წყო­ბა­სა და COVID-ის წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბა­ში. WHO ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ ჩი­ნეთ­ზე დღემ­დე ახ­დენს ზე­წო­ლას COVID-ის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბის მი­სა­ღე­ბად.

დო­ნალდ ტრამპმა ასე­ვე ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად, აშშ ტო­ვებს კლი­მა­ტის შე­სა­ხებ პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბა­საც. ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხმე­ბა გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას­თან ბრძო­ლას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ტრამპმა ამ შე­თან­ხმე­ბა­ზე უარი თქვა პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ველ ვა­და­შიც. მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა შეც­ვა­ლა და 2021 წელს აშშ პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბა­ში და­აბ­რუ­ნა.

ტრამ­პის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ველ ნა­ბი­ჯებ­ზე სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას გვი­ზი­ა­რებს ექ­სპერ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ში გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე.

“ტრამპმა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას მო­ა­წე­რა ხელი. მათ შო­რის:

კუბა კვლავ გა­მო­ცხად­და ტე­რო­რიზ­მის ხელ­შემ­წყობ სა­ხელ­მწი­ფოდ. შე­სა­ბა­მი­სად, აშშ-ს ფო­კუ­სი თა­ვის სა­მე­ზობ­ლო­ში კონ­ტრო­ლის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. ამას­თან, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ კუ­ბუ­რი წარ­მო­შო­ბის კო­მუ­ნიზ­მის მო­ძუ­ლე მარ­კო რუ­ბიო სე­ნა­ტის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რით დამ­ტკიც­და სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნად, ეს კი­დევ უფრო მძი­მე რე­ა­ლო­ბას ქმნის კუ­ბის რუ­სულ-ჩი­ნუ­რი მო­კავ­ში­რე რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ.

აშშ-მა და­სავ­ლეთ ნა­პირ­ზე (პა­ლეს­ტი­ნა) ებ­რა­უ­ლი ახალ­შე­ნე­ბის და­არ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი მო­უხ­სნა ის­რა­ელს. ეს ის­რა­ე­ლი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბაა, რად­გან სა­მო­მავ­ლოდ პა­ლეს­ტი­ნი­სათ­ვის მო­აზ­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­მა­ტე­ბი­თი ახალ­შე­ნე­ბის აშე­ნე­ბის მო­ტი­ვა­ცია შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს და და­აჩ­ქა­როს კი­დეც. ეს კი სა­ბო­ლოო მო­ლა­პა­რა­კე­ბებს კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლებს, მაგ­რამ ვა­რა­უ­დი, რომ ტრამ­პი გა­მორ­ჩე­უ­ლად ის­რა­ე­ლის მხარ­დამ­ჭერ პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებ­და, დას­ტურ­დე­ბა.

აშშ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) და­ტო­ვე­ბას იწყებს. ტრამ­პი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჩი­ნე­თის სა­სარ­გებ­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

აშშ მარსზე ას­ტრო­ნავ­ტე­ბის გაგ­ზავ­ნი­სათ­ვის იწყებს მზა­დე­ბას. ეს სამ კონ­ტექ­სტში უნდა გან­ვი­ხი­ლოთ:

1. ახა­ლი კოს­მო­სუ­რი შე­ჯიბ­რის და­სა­წყი­სი აშშ-ს, ჩი­ნეთ­სა და რუ­სეთს შო­რის;

2. პო­ტენ­ცი­უ­რი რე­სურ­სე­ბის ძი­ე­ბის მცდე­ლო­ბა დე­და­მი­წის მიღ­მა;

3. ილონ მას­კის ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ყოფ­ნა რო­მელ­საც თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი და კოს­მო­სუ­რი პროგ­რა­მა აქვს.

ტრამპმა გა­ნა­ცხა­და რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სათ­ვის მზა­ო­ბა და სურ­ვი­ლი აქვს. ცხა­დია ეს ნიშ­ნავს იმას, რომ რუ­სე­თის იძუ­ლე­ბაც უნდა შე­იქ­მნას მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მარ­თვი­სათ­ვის. ეს კი ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლად არ­სე­ბობს და რუ­სუ­ლი პრე­სა აჭ­რე­ლე­ბუ­ლია ფრა­ზე­ბით ნუ შე­იქ­მნით წი­ნას­წარ მო­ლო­დი­ნებს ტრამ­პთან მი­მარ­თე­ბი­თო. მოწი­ნა­აღ­მდე­გის ნე­ბის­მი­ერ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე იძუ­ლე­ბა კი უკ­რა­ი­ნი­სათ­ვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის გა­რე­შე ვერ მოხ­დე­ბა. მედ­ვე­დევ­მა გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი და აღ­ნიშ­ნა, რომ მას არ ადარ­დებს აშშ-ს ად­მი­ნის­ტრა­ცია რას იზამს, რუ­სეთს შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბო­დეს აშშ-სთან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნაო. ვნა­ხოთ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ფე­რი წი­ნაა.

ტრამ­პი გა­მო­ვი­და გა­რე­მოს დაც­ვის პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბი­დან, რაც აშშ-ს შიდა ინ­დუსტრი­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­სა­წყო­ბად სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა გლო­ბა­ლუ­რად კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი­სად­მი კონ­ტროლ­სა და მწვა­ნე პო­ლი­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ბას ამ­ცი­რებს ამით.

ვე­ნე­სუ­ე­ლას დიქ­ტა­ტო­რი და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ნი­კო­ლას მა­დუ­რო აშშ-ს ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ემუქ­რე­ბა და პუ­ერ­ტო რი­კოს (აშშ-ს ტე­რი­ტო­რია) და­კა­ვე­ბას აა­ნონ­სებს თუკი ტრამ­პი არ შე­იც­ვლის მის­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ცხა­დია ეს ყვე­ლა­ფე­რი ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლია, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გო­რი იქ­ნე­ბა ტრამ­პის პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც მა­დუ­როს რე­ჟიმს არ აღი­ა­რებს და მის დამ­ხო­ბას წინა ვა­დის დრო­საც ცდი­ლობ­და.

ტრამ­პი გეგ­მავს მექ­სი­კუ­რი ნარ­კო­კარ­ტე­ლე­ბის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად გა­მო­ცხა­დე­ბას. ეს კი აშშ-ს იმის სარ­ჩულს შე­უქ­მნის რომ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იე­რი­შე­ბი მი­ი­ტა­ნოს მექ­სი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ჯერ­ჯე­რო­ბით ნა­ტოს სა­კი­თხზე ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გმუ­ლა, მაგ­რამ ტრამ­პის და­ა­ნონ­სე­ბა, რომ მას წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან სამ­ხედ­რო ბი­უ­ჯე­ტის მკვეთ­რი ზრდა სურს, შე­იძ­ლე­ბა გრძელ­ვა­დი­ან პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხოს ალი­ან­სის მო­მა­ვალ­ზე, მაგ­რამ თავ­და­პირ­ვე­ლად გარ­კვე­უ­ლი წნე­ხი­სა და შიდა და­ძა­ბუ­ლო­ბის შექ­მნა ხდე­ბა ამით. ამით კი, სა­წყის ეტაპ­ზე, მო­კავ­ში­რე­თა შო­რის ნდო­ბა ირ­ყე­ვა. სა­ინ­ტე­რე­სო ტრამ­პის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სტი­ლია – იგი სა­ჯა­როდ გა­ნი­ხი­ლავს იმას, რაც და­ხუ­რულ კარს მიღ­მა ხდე­ბა ხოლ­მე. ამით კი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად წნე­ხის გაზ­რდას ახორ­ცი­ე­ლებს ხოლ­მე.

ნა­ტოს სა­კი­თხი მა­ინც ღიაა. ტრამპს აშ­კა­რა რე­ფორ­მა სურს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და უნდა ნა­ტოს ერ­თა­დერ­თი დღის წეს­რი­გი ვა­შინგტონ­ში დგე­ბო­დეს.

ტრამ­პის მოს­ვლას ევ­რო­კავ­შირ­ში ფრთხი­ლად ხვდე­ბი­ან და სას­წრა­ფო რე­ფორ­მე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას იაზ­რე­ბენ, ისე­ვე რო­გორც ხე­ლა­ხა­ლი მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას. დიდი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მის პი­რო­ბებ­ში ეს ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია”, – წერს ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

გაზიარება147

დაკავშირებული -პოსტები

ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა
მთავარი

ავ­სტრი­ა­ში, ქა­ლაქ ზალცბურ­გში ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ბან­კმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა - მათ ფული უკან და­აბ­რუ­ნეს: "12 000 ევრო მო­ვი­თხო­ვეთ, რომ ბან­კში მო­ე­ცათ. დაგ­ვით­ვა­ლეს და გა­მოგ­ვა­ტა­ნეს.მთე­ლი...

დაწვრილებითDetails

„რატომ ქრება აფთიაქებიდან ბიუჯეტური წამლები?“

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა” – ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

"ვფიქრობ ამ თემას თქვენი დახმარება ესაჭიროება, რათა მედიის ავტორიტეტით გახმაურდეს პრობლემა, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პერიოდულად განიცდის. ეს გახლავთ წამლების დეფიციტი, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გვაგდებს მედიკამენტებზე დამოკიდებულებს, პრობლემა ახალი...

დაწვრილებითDetails

ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

"სულ მეფიქრება, ამათგან ვინ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის? ყოველთვის ცალსახად მივდივარ ერთ დასკვნამდე: მერაბ მალანია და მისი ცოლ-შვილი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე წერს. "დღევანდელ პოსტს...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ღვინის 58 ნიმუშში დარღვევა გამოვლინდა
ეკონომიკა

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს. bpn-ის ცნობით, აკრძალვა შეეხებათ შემდეგ კომპანიებს:  „თელიანი ველი“; „თბილღვინო“;...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში “ტვ პირველი” ერთ კვირაზე მეტია გათიშულია – ზურაბ ცეცხლაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, ადვოკატი ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ქუთაისის ციხეში ერთი კვირაა, რაც "ტვ პირველი" გათიშულია - ცეცხლაძის თქმით, ამის შესახებ პატიმრებმა მაშინ უთხრეს, როცა ქუთაისის ციხეში გიორგი კვიცარიძის...

დაწვრილებითDetails

“შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა”- ეროვნული ბანკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკი შპს „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა. „ეროვნული ბანკი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა, ნერვიულობისგან დაიღუპა მძღოლიც

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ამის გაგების შემდეგ ნერვიულობისგან დაიღუპა ავტომობილის მძღოლიც. ავარია 30 სექტემბერს მოხდა. ავტომობილის დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული მამაკაცი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა,...

დაწვრილებითDetails

“სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არ უსმენს იმას, რასაც ევროკავშირი ამბობს ” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

უკვე ორ წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ტრაექტორია შეცვალონ თუ სერიოზულად დაინტერესებული არიან ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებით, ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია და უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,...

დაწვრილებითDetails

“საფრანგეთში აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ…კომენტარიც არ გაუკეთებიათ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ’- ლევან მაჭავარიანი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“ეს არის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები… შემაჯამებელ ღონისძიებაზე ველოდებით ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს“ – ლევან მაჭავარიანი
მთავარი

როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ...

დაწვრილებითDetails

“რაც მარტა კოსმა თქვა, გულდასაწყვეტია და პერსონალურად ძალიან მამწუხრებს, მაგრამ ეს ამჟამინდელი მთავრობის თანმიმდევრული ქმედებების, კანონმდებლობების და ანტი-ევროპული რიტორიკის შედეგია” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

ევროკომისიის გაფართოების ანგარიში სამ კვირაში იქნება გამოქვეყნებული, წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის და მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"